პომიდორი ლიკოპენებით და კალიუმით მდიდარი პროდუქტია, ამიტომ ინსულტისგან ტვინის დაცვის უნარს ეფექტურად აუმჯობესებს. ამას სხვადასხვა კვლევის მონაცემები ადასტურებს.
ჟურნალი Neurology აქვენებს კვლევის შედეგებს, რომელშიც 46-65 წლის 1031 მამაკაცი მონაწილეობდა. მათზე დაკვირვებით მეცნიერებმა შეადარეს კაცების ჯანმრთელობის მაჩვენებლები ორგანიზმში კაროტინოიდ ლიკოპენის შემცველობის მიხედვით. კაროტინოიდ ლიკოპენი ნივთიერებაა, რომელიც პომიდორში და ზოგიერთ სხვა მცენარეულ პროდუქტში ბუნებრივად გვხვდება. დაკვირვების პერიოდში 50 მამაკაცი იშემიური ინსულტით ჰოსპიტალიზირებული იყო.
მკვლევარებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა, მოწევა, ქოლესტერინის დონე, და დაადგინეს: მამაკაცები, რომელთაც ორგანიზმში ლიკოპენის მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, ინსულტის შესაძლო განვითარებისგან უკეთ დაცულნი იყვნენ.
„მათთვის, რომელთაც ორგანიმზში ლიკოპენის მცირე კონცენტრაცია ჰქონდათ, იშემიური ინსულტის რისკი 59%–ით შემცირდა, ხოლო სხვა ტიპის ინსულტი – 55%–ით“.
კვლევის ავტორები აჯამებენ, რომ პომიდვრის და მასზე დაფუძნებული პროდუქტების, როგორც ლიკოპენის წყაროს მიღება კაცების სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის რისკს ეფექტურად ამცირებს.
თავის მხრივ, ჰიპერტონიასთან ბრძოლის ბრიტანული ორგანიზაციის (Blood Pressure UK) ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პომიდორი კალიუმის მაღალი შემცველობის ხარჯზე არტერიულ წნევას აუმჯობესებს. ეს მინერალი ორგანიზმში სითხის შენახვასა და გამოყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კალიუმის დეფიციტის დროს სხეული ზედმეტ სითხეს აკავებს, რაც არტერიულ წნევას ზრდის და ინსულტის განვითარების წინაპირობებს ქმნის.
ჟურნალში Food Science and Nutrition გამოქვეყნებული კვლევა პომიდვრის ჰიპოტენზიურ თვისებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს ჭიქა (200 მლ) უმარილო პომიდვრის წვენის რეგულარული მიღება ქალებსა და კაცებზე. მათ დაასკვნეს, რომ ასეთი ჩვევა სისტოლურ, ასევე დიასტოლურ არტერიულ წნევას ამცირებს.