მარტივი მეთოდი, როგორ დათრგუნოთ ტკბილეულისკენ ლტოლვა

396

მარტივი მეთოდი, რომელიც ტკბილეულისკენ მოულოდნელ ლტოლვას დათრგუნავს, წყლის დალევაა. ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ზუჰრა პავლოვა საუბრობს. ექიმი განმარტავს, რომ რაიმე ტკბილის ჭამის ძლიერი სურვილი, როგორც წესი, დადებითი ემოციების დეფიციტთან კავშირშია. ტკბილეული (ასევე ცხიმიანი პროდუქტები) თავის ტვინში არსებულ სიამოვნების ცენტრებზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს. მის მიმართ ლტოლვამ სულიერი შფოთვა, დეპრესია და სტრესი შეიძლება გააძლიეროს.

ექიმი ამატებს, რომ ნერვიულობის დროს დასამშვიდებლად ან სიამოვნების მისაღებად ასეთი საკვების ჭამით ადამიანი ზედმეტ კილოგრამებს აუცილებლად შეიძენს. „თუ ადამიანი მუდმივად სტრესის ტკბილეულით „შეჭმას“ ეცდება, წონაში სწრაფად მოიმატებს და მთელ რიგ დაავადებებს მიიღებს“ – ამბობს პავლოვა.

პავლოვა ასახელებს მარტივ მეთოდს, როგორ შეამციროთ ტკბილეულისკენ ლტოლვა. ამისთვის 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ, თან არა ერთი მოსმით, არამედ ნელა, მცირე ყლუპებით. „დროულად მიღებული სითხე რაიმეს ჭამის სურვილს შეამცირებს“ – ხაზს უსვამს ექსპერტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს