იმედი მაქვს, დილით სამსახურში მხოლოდ მე არ ვაგვიანებ და ზოგჯერ საუზმობასაც ვერ ვასწრებ. თუ ზედმეტი 15 წუთით დაძინება გვსურს, რაღაცაზე უარის თქმა გვიწევს. ოღონდ არა გამამხნევებელ არომატულ სასმელზე! როცა თურქული ყავის მოდუღების დრო არ მაქვს, ხსნად ყავას ქაფით ვამზადებ. რა თქმა უნდა, დიდად არ მომწონს, მაგრამ ვსვამ: სიმწარე კოფეინზე მეტად მაფხიზლებს. წარმოიდგინეთ, როგორ გავოცდი, როცა ერთ–ერთი ჩემი საყვარელი კაფის ბარისტამ ხსნად ყავას მდუღარე წყალი დაასხა და დალევა დაიწყო. მაშინვე გამოკითხვა დავუწყე! მას ხომ ბევრი გემრიელი ყავის სახეობა აქვს, ის კი ხსნად ყავას სვამს. მასწავლა, როგორ მოვამზადო ხსნადი ყავა სწორად.
ხსნადი ყავა ქაფით: მოვხადოთ თუ დავტოვოთ – ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ხსნადი ყავა მწარეა. ეს არა იმიტომ, რომ ფინჯანში ბევრი გრანულა ჩაყარეთ. საქმე სავალალო შეცდომაშია, რომელსაც ყავის მოყვარულები უშვებენ. ისინი ფინჯანში ქაფს ტოვებენ, რომელიც ხსნად ყავაზე მდუღარე წყლის დასხმისას წარმოიქმნა. მთელი სიმწარე ხომ ამ ქაფში გროვდება!
არსებობს მეთოდი, რომ თქვენი ხსნადი ყავა მოხარშულს გემოთი არ ჩამოუვარდეს. ხსნად ყავას მდუღარე წყალი დაასხით, კარგად აურიეთ და ჩაის კოვზით ქაფი მოხადეთ.
ყველაფერი ასეთი მარტივია. უდავოდ, კოფეინის გემოს ნამდვილ დამფასებელს ეს არ გამოადგება. მათ ხომ ხსნადი ყავის ატანა არ აქვთ. თუ გამხნევება გსურთ, ხოლო დრო არ გაქვთ, ხსნადი ყავა ზემოთ მოცემული მეთოდით მოამზადეთ. გემრიელი სასმელი ზედმეტი სიმწარის გარეშე გარანტირებულია! გარდა ამისა, ყავას შეგიძლიათ დაუმატოთ ილი, დარიჩინი ან სხვა სანელებელი გემოვნებით.