ექიმი ასახელებს ყავის და სხვა პროდუქტის და სასმელის სახიფათო კომბინაციას 

365

დიეტოლოგი ანა ალეხინა აცხადებს, რომ ყავის ზოგიერთ პროდუქტთან და სასმელთან კომბინაცია პოტენციურ საფრთხეს შეიცავს. კერძოდ, სპეციალისტი თვლის, რომ ყავის და ცომეულის კომბინაცია სახიფათოა იმ ადამიანების რაციონში, რომელთაც გულის დაავადებები ან მეტაბოლური სინდრომი აწუხებთ.

„გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებმა გაუფილტრავი ყავა და მარგარინით მომზადებულ ტკბილი ცომეული არ უნდა მიირთვან. ეს მათი მდგომარეობის გამწვავების რისკს ზრდის“ – გვაფრთხილებს ექიმი.

ექიმი თვლის, რომ ყავის და ალკოჰოლის კომბინაციაც სახიფათოა. ექსპერტი განმარტავს, რომ მსგავს ვარიანტში სასმელი გულზე არასასურველად მაღალ დატვირთვას და გულის კუნთებზე დამატებით სტრესს იწვევს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცალ–ცალკე ყავა და ალკოჰოლი გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე სხვადასხვა ეფექტს ახდენს.

„ყავა ნერვულ სისტემას აღაგზნებს, არტერიულ წნევას ზრდის, სისხლძარღვებს ავიწროებს. სპირტიანი სასმელები, პირიქით, ნერვულ სისტემას ადუნებს, არტერიულ წნევას ამცირებს, სისხლძარღვებს აფართოებს. ორი სრულიად საპირისპირო მოქმედებებით გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები სტრესში არიან და ეს მთელი ორგანიზმის მუშაობაზე ნეგატიურად მოქმედებს“ – ამბობს ექიმი.

ალახინა გირჩევთ, რომ კოფეინი და ენერგეტიკული სასმელების კომბინაციას თავი აარიდოთ. ექიმი აჯამებს, რომ ყავა უშაქროდ და სხვა ტკბილი ინგრედიენტების გარეშე უნდა დალიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს