ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმა იმუნურ სისტემას აძლიერებს

412

თერაპევტი, ელენა იგნატიკოვა თვლის, რომ ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმა იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს. ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია შაქარი.თერაპევტი გირჩევთ, რომ ყოველდღიური რაციონიდან ამოიღოთ შაქარი და ზოგიერთი სხვა პროდუქტი, რომ იმუნიტეტი გააძლიეროთ და ორგანიზმს კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის რთულ პერიოდში ამტანობის გაზრდაში დაეხმაროთ.

„კოვიდ-19–ის შემთხვევების ზრდის პერიოდში საკვებიდან გამორიცხეთ ზოგიერთი პროდუქტი, რომ იმუნიტეტი გააძლიეროთ“ – აღნიშნავს ექიმი.

კერძოდ, ექიმი გირჩევთ, რომ ტკბილი პროდუქტები და სასმელი ჭარბად არ მიირთვათ (ან საერთოდ უარი თქვით). თერაპევტი აცხადებს, რომ შაქრის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იმუნური უჯრედების აქტივობა მცირდება. ამავდროულად, ორგანიზმი ვირუსული ინფექციების მიმართ განსაკუთრებით დაუცველი ხდება.ექიმი გაფრთხილებთ, რომ ალკოჰოლის მიღებაც იმუნური უჯრედების აქტივობას ამცირებს.

„ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს, ამიტომ ორგანიზმის იმუნური დაცვის გასაძლიერებლად სპირტიანი სასმელების მიღებაზე საერთოდ უარი თქვით“ – გირჩევთ თერაპევტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს