დილით წყლის დალევის მარტივი ჩვევა დღეგრძელობის გარანტიად დასახელდა

360

ექიმები თვლიან, რომ დილით გაღვიძებისთანავე წყლის დალევა მარტივი და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა ჩვევაა. გენეტიკოსი ვიკი გოდფრი აცხადებს, რომ დილით წყლის დალევის ჩვევა სხეულის ჯანმრთელობის შენარჩუნების გასაღებია, ასევე დიდხანს ცხოვრების შანსს ზრდის.

„დილით გაღვიძებისთანავე წყლის დალევა მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდია დიდხანს ცხოვრების შანსი გაზარდოთ. უზმოზე დალეული წყალი უჯრედების ჰიდრატაციას ზრდის, რადგან წყალი სწრაფად შეიწოვება“ – ციტირებს ვიკი გოდფრის სიტყვებს გამოცემა Express Health.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბევრმა ადამიანმა წყლის დალევის სარგებლობის შესახებ იცის, მაგრამ საკმარისი რაოდენობის სითხეს ძალიან ცოტა ადამიანი სვამს. სპეციალისტის მონაცემებით, ყოველი მეექვსე ზრდასრული ადამიანი საჭირო რაოდენობის წყალს არ სვამს და ეს რიცხვი იზრდება, როდესაც ადამიანები 60 წელს გადაცილებულნი არიან.ექიმი გირჩევთ, რომ უზმოზე 1 დიდი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი დალიოთ, რომ უჯრედები გაავსოთ სითხით, რომელსაც მთელი ღამე ვერ იღებდა.

„დილით წყლის დალევას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ლიმფური სისტემის დაბალანსებას ხელს უწყობს. ლიმფური სისტემა იმუნური სისტემის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა ჩვენი იმუნური ფუნქცია ძლიერია, დაავადებებისგან დაცვის დონე იზრდება. ეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს“ – ამატებს ექსპერტი.

ვიკი გოდფრი ასახელებს დილის მეორე ჩვევას, რომელიც დღეგრძელობას ხელს უწყობს. ესაა დილის 9 საათზე სეირნობა. ეს D ვიტამინის დონის, ასევე კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეფექტურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს