კარტოფილი და მაკარონი სიმსივნის განვითარების რისკს 60%–ით ამცირებს

452

კარტოფილი, მაკარონი, მწვანე ბანანი, შვრია, ბარდა და პარკოსანი პროდუქტები რეზისტენტული სახამებლით მდიდარია. ასეთ ბოჭკოვანს სიმსივნის განვითარების რისკის ეფექტურად შემცირება შეუძლია.

რეზისტენტული სახამებელი ბევრ პროდუქტში გვხვდება. მაგალითად, მოხარშულ, ასევე გაცივებულ კარტოფილში. ეს ნახშირწყლების განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც წვრილ ნაწლავში არ მუშავდება, არამედ სქელ ნაწლავში ფერმენტირდება. ახლახანს ნიუკასლის და ლიდსის უნივერსიტეტების მეცნიერთა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რეზისტენტული სახამებლის რეგულარული მიღება ნაწლავებზე დადებითად მოქმედებს და კოლორექტალური კიბოს განვითარებას აფერხებს.

„პროდუქტებს რეზისტენტული სახამებლით შეუძლიათ ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი 60 პროცენტამდე შეამცირონ, თუ რეგულარულად მოიხმართ“ – ციტირებს გერმანელ მეცნიერებს გამოცემა Foocus.

სპეციალისტების თქმით, რეზისტენტული სახამებლით მდიდარია მწვანე ბანანი, შვრია, რიგი მარცვლეული, ბარდა და პარკოსანი, ასევე ხარშვის შემდეგ გაცივებული ბრინჯი, კარტოფილი და მაკარონი. მათი თქმით, ასეთი ნახშირწყლები ნაწლავების ფლორაზე დადებითად მოქმედებს, ნაწლავების ზედა ნაწილში კიბოს განვითარების რისკს 60%–მდე ამცირებს.

როგორ მოქმედებს რეზისტენტული სახამებელი ორგანიზმზე? ის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიერ არ იშლება, არამედ მსხვილ ნაწლავში ბაქტერიებით მეტაბოლიზდება, რაც სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას ხელს უწყობს.

კვლევის ფარგლებში თითქმის 1000 პაციენტი 2 წლის განმავლობაში რეზისტენტულ სახამებელს საკვები დანამატის სახით იღებდა. მისი რაოდენობა თითქმის მკვახე ბანანში შემავალი სახამებლის რაოდენობის ტოლი იყო. შედეგად მეცნიერებმა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილებაში სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება დააფიქსირეს. კონკრეტულად ნაჩვენები იყო, რომ ასეთი სახამებელი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილების, მათ შორის საყლაპავის, კუჭის, სანაღვლე გზების, კუჭქვეშა ჯირკვლის და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. ავტორების თქმით, რეზისტენტული სახამებლის საკვები დანამატის ეფექტი მისი მიღების შეწყვეტიდან 10 წლის შემდეგაც შეინიშნება.

„დაკვირვების პერიოდში 463 პაციენტიდან, რომლებიც რეზისტენტულ სახამებელს იღებდნენ, 5 პაციენტს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა განყოფილების სიმსივნე განუვითარდათ. ჯგუფში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, სიმსივნით 455 მონაწილიდან 21 დაავადდა“ – აზუსტებენ კვლევის ავტორები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეზისტენტული სახამებელი ნაწლავებში ნაღვლის მჟავების რაოდენობას ამცირებს. მათ სიჭარბეს დნმ–ის დაზიანება და ამით სიმსივნის განვითარების ხელშეწყობა შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს