თანამედროვე სამყაროში ძველი რწმენა, ტრადიცია და ლეგენდა მივიწყებულია. მათ გლობალიზაცია და თანამედროვე კულტურა ავიწროებს. ახლახანს ცოდნა ზეპირსიტყვაობით, თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ადამიანები, რომელთაც თავისუფალი დრო ჰქონდათ, ბუნებას აკვირდებოდნენ და შესაბამის დასკვნებს აკეთებდნენ. ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს უწმინდური მცენარეები, რომელთაც ადრე გვერდს უვლიდნენ. ამ ხეებს სახლების საშენ მასალად არ იყენებდნენ, სახლს მის ახლომახლო არ აშენებდნენ. მტკიცედ სწამდათ, რომ ეს მცენარეები უწმინდურ ძალებს იზიდავენ. ახლა თითქმის ყველგან გვხვდება!
უწმინდური მცენარეები, რომელთაც გვერდი უნდა აუაროთ
- მურყანი – მურყანი ადვილად დასამუშავებელი და მშენებლობისთვის შესაფერისია, მაგრამ სახლის მშენებლობაში მის გამოყენებას არ გირჩევთ. ხე ტენიანობის მიმართ მდგრადია, მაგრამ ხალხში სჯერათ, რომ მას გვერდი უნდა აუაროთ. ლეგენდის თანახმად, ამ ხის წითელი წვენი ეშმაკის სისხლია. აი, სხვა რწმენის მიხედვით, მურყანი ადამიანს დაავადებისა და ავი თვალისგან იცავს.
- მთრთოლავი ვერხვი – ვამპირ ხედ ითვლება. თქმულების მიხედვით, იუდამ თავი სწორედ ვერხვზე ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ ხე დაწყევლილი და მუდმივი კანკალისთვის განწირული გახდა. მისგანაც არაფერს აშენებდნენ. ზოგიერთი რწმენის მიხედვით, ვერხვი ბოროტებასთან ბრძოლაში გვეხმარება. მაგალითად, ჯადოქარი ვერხვის ჯოხით შეგიძლიათ მოკლათ.
- ვერხვი – ითვლებოდა, რომ ვერხვი ადამიანის ენერგიას იწოვს და მას ძალის გარეშე ტოვებს. ზოგიერთს სჯეროდა, რომ ამ ხის კვირტები და ფოთლები ფულის შენახვაში გვეხმარება. ხის ნაწილს თან ატარებდნენ!
- ანწლი – ანწლის გარშემოც ბევრი მოსაზრება არსებობს. ხალხს სჯეროდა, რომ ეს ხე ეშმაკმა გაზარდა. თან არა უბრალოდ გაზარდა, არამედ მასზე დასახლდა. ანწლის საშენ მასალად გამოყენებაზე ხალხი უარს ამბობდა. გარდა ამისა, ხის მოჭრა და ამოძირკვაც არ შეიძლება. ითვლებოდა, რომ ეშმაკი შურს აუცილებლად იძიებდა.
- ლელქაში – ლეგენდის მიხედვით, სახლში ლელქაშის მოტანა არავითარ შემთხვევაში შეიძლება. მასში ეშმაკი ცხოვრობს და თან ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაც ამ მცენარით მოფენილია. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა „ლელქაშით რომ გაგზომონ?“ ეს სწრაფი სიკვდილის სურვილია. ადრე ლელქაშით მკვდარს ზომავდნენ. ფლორისტები თაიგულში ლელქაშის გამოყენებას ერიდებიან, თუმცა ხმელი ლელქაში ძალიან ლამაზია. ითვლება, რომ ეს მცენარე უბედურებას და დაავადებას იზიდავს.
ასეა თუ არა, რთული სათქმელია. ადრე ხალხი უფრო ყურადღებიანი იყო იმის მიმართ, რაც გარშემო ხდებოდა. მათ ყოფას კავშირების, მოვლენების და ინფორმაციების უსაზღვრო საშუალებები არ ავსებდა. სწორედ ამიტომ, მიზეზისა და შედეგის დაკვირვება უფრო მარტივი იყო.