გისოსი ღუმელში: რისთვის არის საჭირო და როგორ გამოვიყენოთ სწორად

471

რა საჭიროა გისოსი ღუმელში? სასაცილო კითხვაა, ასეა? მასზე ბევრი კერძის მომზადება შეიძლება, გვპასუხობთ თქვენ. აი, დიასახლისების უმეტესობა მასზე უბრალოდ ტაფას დებს და მხოლოდ საცხობ ფორმებს იყენებს. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ გისოსი ღუმელში და რომელი კერძი შეგიძლიათ გამოაცხოთ სწორედ ამ გისოსზე.

გისოსი ღუმელში: გამოყენების ვარიანტები – გიზიარებთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ გამოიყენოთ გისოსი და აგიხსნით, რატომ არის მაგარი და მოსახერხებელი.

  1. როცა მომზადების დრო არ გაქვთ და პარალელურად ბევრ საქმეს აკეთებთ, საჭმელი ღუმელში გამოაცხვეთ. თუ მხოლოდ ნახევარი საათი გაქვთ, ვახშმის სწრაფი ვარიანტი, გრილზე მომზადებული სოსისი კარტოფილთან ერთად გამოგადგებათ. რატომ გისოსი ღუმელში? მასზე ძეხვი, სოსისი ან ნებისმიერი ძეხვეული დააწყვეთ, ქვემოთ ლანგარზე კარტოფილი მოათავსეთ. კარტოფილის მომზადებას ყურადღება მიაქციეთ. ძეხვის წვენი კარტოფილს დაეწვეთება. 30 წუთში მზად იქნება.
  2. ყველა დიასახლისმა არ იცის, როგორ შეწვას მწვადი ღუმელში. ხორცის მომზადებაში უჩვეულო არაფერია: მოამზადეთ იმ რეცეპტით, რომელსაც პიკნიკზე ან ბუნებაში სადილობისას იყენებთ. გირჩევთ, მინიმუმ 5 საათით ან მთელი ღამით დაამარინადეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ხორცი გისოსზე, როგორც გრილზე ნახევარი საათით შეწვით. კოცონზე არანაკლებ გემრიელი გამოვა!
  3. ღუმელში გისოსის გამოყენების კიდევ ერთი ვარიანტი: პიცის მომზადება. დიდ პიცერიაში პიცას აცხობენ შეშის ღუმელში, სადაც 5 წუთში მზადაა. იქ ღუმელი ყველა მხრიდან ცხელდება, ხოლო ღუმელი მხოლოდ ზემოდან და ქვემოთ აცხელებს. პიცა გისოსზე დადეთ და არა საცხობ ფორმაზე. უბრალოდ ქვემოთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ასე ცომი კარგად გამოცხვება, ხოლო შიგთავსი ზემოდან შეიწვება. 4-5 წუთი და პიცა მზადაა!
  4. კიდევ ერთი მაგარი იდეა, როგორ გამოიყენოთ გისოსი ღუმელში. ხილის და ბოსტნეულის გახმობა. მთავარია, რომ მსხვილად დაჭრათ, რომ გისოსის ხვრელებს შორის არ ჩავარდეს ან ქვეშ პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ასე სოკოც შეგიძლიათ გამოაშროთ. აი, ვაშლი და ფორთოხალი თხელ რგოლებად დაჭერით და პერგამენტის ქაღალდი არ გამოიყენოთ, უბრალოდ გისოსზე დააწყვეთ. 50-60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-6 საათით აცხვეთ. პერიოდულად მზაობა შეამოწმეთ, რომ ზედმეტად არ გახმეს.

როგორ იყენებთ გისოსს ღუმელში ტაფის სადგამად თუ კერძის მოსამზადებლად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს