იაპონური სალათი ჰიპერტონიკებისთვის: სარგებელი და მომზადების წესი

423

მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კვებასა და გულის მუშაობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე დასახელდა კერძები, რომლებიც ჰიპერტონიკებმა აუცილებლად უნდა მიირთვას. მათ შორისაა სუნომონო. იაპონური სალათი ჰიპერტონიკებისთვის სასარგებლო თვისებებს ფლობს და ძალიან პიკანტურია. კარდიოლოგები გირჩევენ, რომ რაციონში ჩართოთ, თუ მაღალი წნევა გაწუხებთ. ექიმების რწმუნებით, კვირაში ერთხელ ამ სალათის მირთმევა საკმარისია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

სუნომონოს სასარგებლო თვისებები – პოპულარული იაპონური წასახემსებელი სუნომონო ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის ობიექტი გახდა. მათ აღმოაჩინეს, რომ 40 წელს გადაცილებულ კაცებს, რომლებიც ამ სალათს რეგულარულად მიირთმევენ, მაღალი არტერიული წნევა ნაკლებად აწუხებთ. მკვლევარები თვლიან, რომ კიტრი ცოტა ძმართან ერთად გულ–სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ჰიპერტონულ პაციენტებს მის მიღებას ურჩევენ.

სუნომონოს კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 3 საშუალო ზომის კიტრი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ ბრინჯის ძმარი
  • 0,25 ჩ/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ სეზამის თესლი

მომზადების წესი:

  1. კიტრი კარგად გარეცხეთ. თხელ ზოლებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  2. ბრინჯის ძმარი და სოიოს სოუსი აურიეთ. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. კიტრის ზოლები თასში მოათავსეთ. საკაზმი მოასხით. აურიეთ და სეზამის თესლი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

პიკანტური სუნომონო კიბორჩხალის ჩხირებით

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის კიტრი
  • 3 კიბორჩხალის ჩხირი
  • ნახევარი ბულგარული წიწაკა
  • ნორის პატარა ნაჭერი
  • 80 მლ ბრინჯის ძმარი
  • 40 მლ წყალი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ შაქარი
  • მწიკვი ჩილის წიწაკა
  • სეზამის თესლი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კიტრი კარგად გარეცხეთ, თხელ რგოლებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  2. ბრინჯის ძმარი და წყალი აურიეთ. სოიოს სოუსი, შაქარი და ჩილის წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. კიბორჩხალის ჩხირები პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  4. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ. თესლისგან გაწმინდეთ. ბოსტნეული თხელ ზოლებად დაჭერით, ნორი – ძალიან წვრილად.
  5. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. პარკი დააფარეთ და მაცივარში 1 საათით შეინახეთ.
  6. შემდეგ ბოსტნეული კიბორჩხალის ჩხირებით მსუბუქად გაწურეთ. მშრალ ტაფაზე სეზამის თესლი მოხალეთ და კერძს მოაყარეთ. წასახემსებელი მაგიდაზე გაიტანეთ!

ასეთი იაპონური სალათის მომზადება ძალიან მარტივია, განსაკუთრებით კლასიკური რეცეპტის შემთხვევაში. ნახევარ საათში უჩვეულოდ სასარგებლო და გემრიელ წასახემსებელს მოამზადებთ, რომელიც გულის მუშაობას გააუმჯობესებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს