5 არასტანდარტული მეთოდი, როგორ გამოიყენოთ მწვანილის ღერო

426

ბოლო დრომდე მწვანილის ღეროებს ვყრიდი. ყოველთვის ვნანობდი, რომ ამდენი ნარჩენი რჩებოდა. ინტუიციამ არ მიღალატა. აღმოჩნდა, რომ ნაგვის ურნაში ნამდვილ განძს ვყრიდი. კარგია, რომ შემთხვევითი ნაცნობობა ახალ კულინარიულ გატაცებაში გადაიზარდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქმართან ერთად მეგობარს სხვა ქალაქში ვესტუმრეთ. ადგილობრივ ბაზარში ერთმცოდნე ქალთან საუბარმა გამიტაცა. გამოცდილი ფიტოთერაპევტი აღმოჩნდა. როცა გაიგო, რომ კერძებში მხოლოდ მწვანილის ფოთლებს ვიყენებ, სიამოვნებით გამიზიარა ცოდნა, როგორ მივიღო მთელი სარგებელი მწვანილის ღეროებიდან. ყველა მეთოდი მაშინვე გამოვცადე და დღემდე ვხარობ.

5 არასტანდარტული მეთოდი, როგორ გამოიყენოთ მწვანილის ღეროები – თუ ფოთლების კრეფა, ხოლო შემდეგ ძვირფასი მწვანილის ნახევრის გადაყრა მოგბეზრდათ, კითხვა გააგრძელეთ.

  1. სანელებელი წვნიანისთვის, ბულიონისთვის – მწვანე ღეროები პირველ კერძს შეგიძლიათ და უნდა დაუმატოთ. ასე გაჯერებულ არომატს და გაუმჯობესებულ გემოს მიიღებთ. რომელი მწვანილის ფეხს გამოიყენებთ, მნიშვნელობა არ აქვს: როგორც ხმელი, ასევე ახალი და გაყინული ვარიანტიც გამოგადგებათ. როგორც ვარიანტი: ცოტა ღერო ბამბის ტომარაში ჩადეთ, ძაფით შეკარით და წვნიანში კარგად მოხარშეთ. მზა კერძიდან ამოიღეთ. წვრილად დაჭრილი მწვანილის ღეროები ბოსტნეულის წვნიანს უხდება. ე.წ. ორგანული სანელებელია.
  2. სოუსი „პესტო“ მწვანილის ღეროებისგან – ცნობილი იტალიური სოუსის მოსამზადებლად რეჰანის ღეროები გამოგადგებათ. ძალიან წვრილად დაჭერით ან დააბლენდერეთ, მარილი, ზეითუნის ზეთი, რამდენიმე კბილი ნიორი გემოვნებით დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. „პესტოს“ ხშირად გახეხილ პარმეზანს და კედრის კაკალს უმატებენ.
  3. ღუმელში გამოსაცხობად – ხორცს, თევზს ან საყვარელ ბოსტნეულს განსაკუთრებული არომატი რომ მიანიჭოთ, მწვანილის ღეროები ცხობისას ზემოდან დააწყვეთ. მზა კერძს მოაშორეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მწვანე „ფეხები“ არ დაიწვას. რესტორნების მზარეულები მწვანილის ღეროებს გასაფორმებლად ხშირად იყენებენ.
  4. არომატული მარილი – ზოგჯერ სუპერმარკეტში მარილი მწვანილებით გვხვდება. შემადგენლობა მარტივია, მაგრამ ჩვეულებრივზე ძვირი ღირს. ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი მარილი სახლში დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოამზადოთ. მწვანილის ღეროები გაახმეთ, წვრილად დააბლენდერეთ და მსხვილ მარილს დაუმატეთ. ესეც ასე! შესანიშნავი გემო და იაფი სანელებელი მზადაა. ნებისმიერ კერძს უხდება.
  5. საკაზმი ყველა შემთხვევისთვის – წვრილად დაჭრილი მწვანილის ღეროები, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, მარილი და საყვარელი სანელებლები აურიეთ. ბოლოს ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. პიკანტური საკაზმი სალათებისთვის მზადაა.

იგივე მარინადებს და მწნილებს ეხება. მწვანილის ღეროები მათაც შეგიძლიათ დაუმატოთ და შემდეგ მზა პროდუქტიდან ამოიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს