ჩემი ოქროს კოლექცია: ელემენტარული რეცეპტები კომპოტების სწრაფად მოსახუფად

982

ცივ სეზონზეც არომატული ხილების გემრიელი სასმელებით თავის განებივრება გვსურს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ კომპოტები. რამდენიმე ქილა კომპოტს თითქმის ყველა დიასახლისი ხუფავს. ჭიქა არომატული სასმელის წყალობით ზამთარში ახალი კენკრით და ხილით ისიამოვნებთ. Vivien გიამბობთ, როგორ მოხუფოთ ნებისმიერი კომპოტი სწრაფად. 3 რეცეპტი დაგეხმარებათ, რომ ზამთრისთვის მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოემზადოთ. აირჩიეთ, რომელი კომპოტის მოხუფვა გსურთ, და მომზადებას შეუდექით. გაოცდებით, იმდენად მარტივია.

3 რჩეული რეცეპტი კომპოტების სწრაფად მოსახუფად

ფორთოხლის კომპოტი

ინგრედიენტები:

  • 2 მსხვილი ფორთოხალი
  • 700 გ შაქარი
  • 2 ლ წყალი
  • 0,5 ლიმონი
  • 4 ვარსკვლავი მიხაკი

მომზადების წესი:

  1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. ქერქი თეთრი კანით მოაშორეთ.
  2. გასუფთავებული ციტრუსი სტერილურ ქილებში გადაიტანეთ. მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დააფარეთ და 3 წუთით გააჩერეთ.
  3. წყალი ქილიდან ქვაბში ჩაასხით. შაქარი და ფორთოხლის ქერქი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლზე 30 წამით გააჩერეთ. შემდეგ ქაფქირით ქერქი ამოიღეთ.
  4. ქილებს სიროფი მიხაკით დაუმატეთ. მდუღარე ციტრუსის სიროფი დაასხით.
  5. სტერილური თავსახურებით მოხუფეთ. გადააბრუნეთ, პირსახოცში შეფუთეთ და გაგრილებამდე ასე გააჩერეთ. სახლური „ფანტა“ მზადაა!

კომპოტი კარკადით

ინგრედიენტები:

  • 5 კალამი რევანდი
  • 1 ჩ/კ კარკადე
  • 5 ს/კ შაქარი
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ქვაბში წყალი და შაქარი მოათავსეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  2. რევანდი კარგად გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ.
  3. კარკადე დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
  4. კომპოტი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. თავსახურით მოხუფეთ, სრულად გაგრილებას დაელოდეთ. მზადაა!

კომპოტი ლიმონით და პიტნით

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 250 გ შაქარი
  • 10 გ პიტნა
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ლიმონი კარგად გარეცხეთ. ნაჭრებად დაჭერით.
  2. პიტნა გარეცხეთ და გაამშრალეთ. ფოთლებად დაყავით და ხელით ოდნავ დასრისეთ.
  3. ქვაბში წყალი ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქარი დაუმატეთ. მის სრულ გახსნამდე აურიეთ. 2 წუთით ხარშეთ.
  4. ლიმონი და პიტნა დაუმატეთ. ცეცხლზე კიდევ 1 წუთით გააჩერეთ.
  5. კომპოტი სტერილურ ქილებში ჩაასხით. თავსახურები მოხუფეთ. გადააბრუნეთ, პირსახოცით შეფუთეთ და გასაგრილებლად გააჩერეთ. ნატურალური მოჰიტო მზადაა!

არ გაგიკვირდეთ, რომ ზამთრისთვის ციტრუსის კომპოტის მოხუფვას გთავაზობთ. ცივ სეზონზე ფორთოხლის და ლიმონის სეზონი იწყება, მაგრამ მზა სასმელის მომარაგება ზედმეტი არასდროსაა. თან გემრიელი კომპოტის მოსამზადებლად ამ ხილის მინიმალური რაოდენობა გჭირდებათ. მზა სასმელის ღირებულებაზე ნერვიულობა არ ღირს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს