მოულოდნელი ჰიპოტენზიით გამოწვეული თავის ტკივილის დროს მარილიანი კიტრი განწყობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ამის შესახებ დიეტოლოგი ელენა სოლომატინა ამბობს.
ექიმი ამბობს, რომ კვების პროდუქტები შეიძლება „წამალი“ გახდეს თავის ტკივილის და მისი ტრიგერების მიმართ. კერძოდ, ღვინო, ყველი, შოკოლადი, შებოლილი პროდუქტი ან პროდუქტები ნატრიუმის ნიტრატით ტკივილის პოტენციურ „ჩამრთველებად“ ითვლება. უსიამოვნო შეგრძნების წარმოქმნა აიხსნება იმით, რომ ეს პროდუქტები სისხლძარღვებზე მოქმედებს.
„თავის ტკივილი შეიძლება სისხლძარღვების შევიწროებასთან ან გაფართოებასთან იყოს კავშირში. ორივე შემთხვევაში სისხლი ტვინს ნორმალურად არ მიეწოდება“ – ამბობს სოლომატინა.
ექიმი ამატებს, რომ ერთი და იმავე პროდუქტი ადამიანის ორგანიზმზე განსხვავებულ გავლენას ახდენს და ეს სისხლძარღვების მდგომარეობაზე ან ქრონიკული სისხლძარღვების პათოლოგიების არსებობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მარილიანი კიტრი თავის ტკივილის დროს შეიძლება წამალი გახდეს.
„თუ დაბალი წნევის გამო თავის ტკივილი გაწუხებთ, მარილიანი კიტრი ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ“. ამავდროულად, ჰიპერტონიის დროს ამ პროდუქტის მიღება უკეთეს შემთხვევაში ვერ დაგვეხმარება.