ეპიდემიოლოგი ლიდია სოპრუნის თქმით, მსუბუქად მარილიანი წყლის დალევა საჭიროა, რომ აღიდგინოთ დაკარგული მიკროელემენტები, რომლებიც ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის.
ჩვეულებრივ, წყლის დღიური ნორმა 2,5 ლიტრია (მათ შორის საკვების სითხე). ცხელ ამინდში დღიური წყლის მოცულობა 4 ლიტრამდე ან მეტად შეიძლება გაიზარდოს. თან ასეთი რაოდენობა პათოლოგიად არ ითვლება. ამავდროულად, ექიმი ამბობს, რომ ბევრი სუფთა წყლის დალევა ორგანიზმიდან მარილების და მიკროელემენტების ინტენსიურ გამოდევნას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ წყალს ცოტა მარილი დაუმატეთ და ისე დალიეთ.
„ოფლთან ერთად დაკარგული მარილები და მიკროელემენტები ოდნავ მარილიანი ან მინერალური წყლით აღიდგინეთ“ – გირჩევთ ექიმი სოპრუნი.
ექიმი აღნიშნავს, რომ ადამიანის წყლის დღიური ნორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და არსებული დაავადებების გათვალისწინებით უნდა გამოითვალოს.
„ჰიპერტონიის ან გულის იშემიური დაავადების დროს მარილის მიღება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ“ – შეგახსენებთ ექიმი.