ექიმი ასახელებს ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლის გამოწვევა ყველს შეუძლია

357

თავის ტკივილი და შაკიკის გამწვავება ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ყველის მოხმარებას უკავშირდება. ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ზუჰრა პავლოვა საუბრობს. ექიმი პავლოვა გვაფრთხილებს, რომ ყველის და წითელი ღვინის კომბინაციამ შეიძლება მტანჯველი თავის ტკივილი გამოიწვიოს. ექიმი აღნიშნავს, რომ ყველი ისეთი ნივთიერების წყაროა, როგორიცაა ტირამინი. ტირამინის ორგანიზმში მოხვედრა უსიამოვნო შეგრძნებების გამომწვევი მექანიზმის ჩამრთველი ხდება.

ენდოკრინოლოგის თქმით, განსაკუთრებით ბევრ ტირამინს შეიცავს შემდეგი სახეობის ყველი:

  • ობიანი ყველი
  • ჩედერი
  • პარმეზანი
  • მოცარელა

რაც შეეხება წითელ ღვინოს, ისიც შეიცავს ტირამინს. ზეთისხილი, კაკალი და ავოკადოც ტირამინს შეიცავს. „თუ შაკიკი გაწუხებთ, ყველის და ღვინის ერთდროულად მიღება ორმაგი დარტყმაა, ანუ თავის ტკივილი გარანტირებულია“.

სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. ექიმი ყველის მიღებით გამოწვეულ შესაძლო დარღვევებს ასახელებს:

  • გულისცემის გახშირება
  • ოფლიანობა
  • გულის ტკივილი
  • კიდურების კანკალი

ექიმი ხაზს უსვამს, რომ ყველის ჭარბად მიღება არ შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს