მსუბუქად დამარილებული ან მწნილი კიტრი უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე ახალი

418

კიტრს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტისიმსივნური თვისებები აქვს. კიტრი, როგორც ყოველდღიური რაციონის პროდუქტი, ძალიან სასარგებლოა.

“როგორც ანტიოქსიდანტებით მდიდარი სხვა პროდუქტი, კიტრი ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონერებაში ეხმარება. ანტიოქსიდანტების ნაერთები თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ხელს უშლიან და უჯრედებში აღდგენის პროცესებს იწყებენ.”

კიტრის მიღებით საჭმლის მონელების პროცესები წესრიგდება და ყაბზობის პრევენცია ხდება. ამ მხრივ მსუბუქად დამარილებული ან დამწნილებული კიტრი ახალზე უფრო სასარგებლოა. ასეთი პროდუქტი ფერმენტაციას გადის, რის შედეგად მასში პრობიოტიკების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. პრობიოტიკების მიღება ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიული ფლორის განვითარებას ხელს უწყობს.

კიდევ რა სარგებელი აქვს კიტრს? მისი ქერქი ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი უჯრედისით და ბეტაკაროტინით, A ვიტამინის წინამორბედით, რომელიც იმუნურ ფუნქციას, მხედველობის ხარისხს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. მისი კიდევ ერთი სასარგებლო კომპონენტია К ვიტამინი, რომელიც ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს