მაგნიუმი გულის იშემიას ხელს უშლის: 3 პროდუქტების ჯგუფი, რომელიც ამ მინერალით მდიდარია

402

კვლევის მონაცემების მიხედვით, მაგნიუმის მიღება გულის იშემიური დაავადების განვითარების, ასევე გულით მოულოდნელი გარდაცვალების რისკს ამცირებს. მეცნიერები ამბობენ, რომ რაციონში მაგნიუმის არსებობა ქალების (განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის დროს) გულის მდგომარეობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ამის შესახებ Food News წერს.

„ქალებმა, რომელთაც გულის დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ, რაციონში მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები უნდა ჩართონ“ – გვირჩევენ სპეციალისტები.

ექსპერტები გვთავაზობენ, რომ ქვემოთ მოცემულ სამ პროდუქტების ჯგუფს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.

  • მწვანილი. ფოთლოვანი მწვანილი (ისპანახი, სალათის ფურცლები, კომბოსტო, ულუმბოს ფოთოლი და ა.შ.) მაგნიუმით მდიდარია და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
  • პარკოსანი. სხვადასხვა ლობიო, ბარდა, მუხუდო, ოსპი ხელმისაწვდომი და მომზადების მხრივ უნივერსალურია. ექსპერტების თქმით, პარკოსანის მიღება ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო კვებითი ჩვევაა, რადგან პროდუქტები უჯრედისით და მინერალით, მათ შორის მაგნიუმით, მდიდარია.
  • თევზი და ზღვის პროდუქტები. ჩვეულებრივ, წყალმცენარეებს ან ცხიმიან თევზს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველობის გამო აქებენ. ომეგა 3 სისხლძარღვების მდგომარეობასა და ფუნქციებზე პოზიტიურად მოქმედებს. ზღვის პროდუქტები მაგნიუმის კარგი წყაროცაა. გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად კვირაში ორჯერ მაინც მიირთვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს