კოჭის 6 სახიფათო გვერდითი ეფექტი, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ

431

ბოლო პერიოდში კორონავირუსის პანდემიის გამო კოჭა ძალიან მოთხოვნადი გახდა როგორც პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ვირუსს შეებრძოლოს. სრულიად უვნებელი პროდუქტი არაა. Vivien კოჭის რამდენიმე უარყოფითი თვისების შესახებ გიამბობთ, რომელიც უნდა იცოდეთ.

  1. გულის პრობლემები – კოჭის (დიდი დოზით) ყოველდღიური მიღება გულზე ნეგატიურ შედეგებს იწვევს. ცნობილია, რომ კოჭა გულისცემის გახშირებას, მხედველობის პრობლემებს და უძილობას იწვევს. კოჭის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება არტერიული წნევის შემცირება გამოიწვიოს, რაც ინფარქტის რისკს ზრდის.
  2. საფრთხე ორსულებისთვის – კოჭის დიდი რაოდენობით მიღებამ საშვილონოს ნაადრევი შეკუმშვა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ორსულობის დროს კოჭის მიღებას მოერიდეთ. კოჭის ჭარბი მიღება ორსულობის დროს ძლიერ გულძმარვას და მჟავის რეფლუქსს იწვევს.
  3. დიაბეტი – თუ დიაბეტიკი ხართ, კოჭის მიღებას მოერიდეთ. დიდი რაოდენობით კოჭა ძალიან საზიანოა. კოჭა წნევას ამცირებს, რამაც თავბრუსხვევა და სისუსტე შეიძლება გამოიწვიოს. თუ დიაბეტის დროს კოჭის მიღებას აპირებთ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
  4. კუჭის აშლილობა – კოჭის გადაჭარბებულმა მიღებამ კუჭის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. კოჭა ერთ–ერთი ინგრედიენტია, რომელიც ნაღვლის წვენის გამომუშავებას ზრდის. სწორედ ამიტომ, როცა კოჭას უზმოზე მიირთმევთ, ეს კუჭის ზედმეტ სტიმულაციას იწვევს, შედეგად საჭმლის მონელება ირღვევა და სხვა დარღვევებიც თავს იჩენს.
  5. დიარეა – კიდევ ერთი სახიფათო გვერდითი ეფექტი, რასაც კოჭის დიდი დოზით მიღება იწვევს. ესაა დიარეა. დიარეა – მდგომარეობა, როცა ნაწლავები საკვებს სწრაფად ცლის. ხშირად ღებინება ახლავს. კოჭის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულძმარვა, დიარეა, ქოშინი და ზოგადი დისკომფორტი კუჭში.
  6. კანის და თვალის ალერგია – კოჭის დიდი რაოდენობით მიღებამ სხვადასხვა ალერგია შეიძლება გამოიწვიოს. კანზე გამონაყარი, თვალის სიწითლე, ქოშინი, ქავილი, ტუჩების შესიება და თვალის ქავილი – ეს ყველაფერი ხშირად კოჭით გამოწვეულია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს