გემრიელი ბუტერბროდის 3 რეცეპტი, რომელიც ბორშს იდეალურად უხდება

319

ძალიან ცოტა რამ არის საჭირო იდეალური სადილისთვის: ცხელი ბორში, არომატული ხახვი და გემრიელი ბუტერბროდი, რომელიც ამ სურათს საოცრად ავსებს. ვინ იტყვის ამაზე უარს? თუ ადრე რაიმე მიზეზით ბორშზე მისაყოლებლად ბუტერბროდს არ ამზადებდით, ამის გაკეთება ახლა დაიწყეთ.ასეთ ნოყიერ პირველ კერძს გემრიელი დანამატი სჭირდება. Vivien ბუტერბროდის 3 იდეალურ რეცეპტს გიზიარებთ. მათი გასინჯვის შემდეგ ბორშს ახალი პურის და ცხარე სალის გარეშე ვერ წარმოიდგინეთ.

გემრიელი ბუტერბროდი ბორშზე მისაყოლებლად: 3 შესანიშნავი რეცეპტი

ბუტერბროდი სალით და მწვანილით

ინგრედიენტები:

  • 200 გ მარილიანი სალა
  • 4 კბილი ნიორი
  • 5 მარცვალი შავი წიწაკა
  • 0,5 კონა კამა
  • წითელი წიწაკა გემოვნებით
  • რამდენიმე ნაჭერი მთელი მარცვლეულის პური

მომზადების წესი:

  1. სალას ზედმეტი მარილი და ტყავი მოაშორეთ. სალა ქაღალდით გაწმინდეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  2. შავი წიწაკის მარცვლები პარკში ჩაყარეთ და საგორავით დააქუცმაცეთ.
  3. ნიორი გაასუფთავეთ. კამა კარგად გარეცხეთ და მსხვილად დაჭერით.
  4. ბლენდერის ჭიქაში სალა, შავი წიწაკა, ნიორი და მწვანილი აურიეთ. წითელი წიწაკა დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  5. მიღებული მასა მთელი მარცვლეულის პურს წაუსვით და საოცარი გემოთი ისიამოვნეთ!

ბუტერბროდი კლასიკური წასასმელი სალით

ინგრედიენტები:

  • 250 გ მარილიანი სალა
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 4 კბილი ნიორი
  • რამდენიმე ნაჭერი შავი პური

მომზადების წესი:

  1. სალას ტყავი მოაშორეთ. ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გაატარეთ ან დააბლენდერეთ.
  2. შავი წიწაკა და პაპრიკა დაუმატეთ.
  3. ნიორი პრესში გაატარეთ. სალას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. შავი პურის ნაჭრები ორივე მხრიდან ტაფაზე გაახმეთ. მზა მასა წაუსვით. სურვილის შემთხვევაში ზემოდან დაჭრილი მარილიანი კიტრი დააწყვეთ. გემრიელად მიირთვით!

ბუტერბროდი პიკანტური წასასმელით

ინგრედიენტები:

  • 250 გ ახალი სალა
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ცხარე წიწაკა
  • რამდენიმე ნაჭერი თეთრი პური

მომზადების წესი:

  1. სალას ტყავი მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გაატარეთ.
  2. ცხარე წიწაკა დააქუცმაცეთ და სალას დაუმატეთ.
  3. ნიორი დაპრესეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
  4. მარილი და წითელი წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  5. მიღებული მასა თეთრ პურს წაუსვით. მზადაა!

სალით ასეთი პურზე წასასმელი წინასწარ მოიმარაგეთ და ქილებში შეინახეთ. შემდეგ მხოლოდ პურის დაჭრა და ნამზადის გამოღება მოგიწევთ. პურს წაუსვით, ბორში თეფშებზე დაასხით და საოცარი სადილი მზადაა!