მილქშეიკის 4 საზაფხულო რეცეპტი.

458

ლეგენდარული რესტორნის ისტორია არა ფუნთუშებით და კატლეტებით, არამედ რძიანი კოქტეილებით იწყება. ერთხელ ცივი სასმელების ჭიქების მიმწოდებელმა გააცნობიერა, რომ ხალხს არა მხოლოდ პათოსურ დაწესებულებებში გამოკვება, არამედ ზოგჯერ სწრაფად, ნოყიერად ჭამა და თან დაზოგვა სურთ. მაშინ რეი კროკი ძმებ მაკდონალდებს დაუკავშირდა და მათგან მსგავსი სახელის რესტორნის გახსნის უფლება შეიძინა. პირველ რიგში, რეიმ თავის დაწესებულებაში რძიანი კოქტეილის მოსამზადებელი აპარატი დაამონტაჟა.

ალბათ, ცივი სასმელის გემოს უკვე იცნობთ. გთავაზობთ, რომ მილქშეიკი სახლში მოამზადოთ. მაკდონალდსის მსგავსი მილქშეიკის მომზადება რთული არაა. ხარისხიანი ვანილის ნაყინით, მიქსერით და რამდენიმე გემოს დანამატით შეიარაღდით.  Vivien–მა თქვენთვის სქელი რძიანი კოქტეილის რამდენიმე რეცეპტი შეაგროვა, რომ მაქსიმალურად მსგავსი ვარიანტი მიიღოთ.

ვანილის მილქშეიკი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა ვანილის ნაყინი
  • 2 წვეთი ვანილის ესენცია
  • 0,25 ჭიქა უცხიმო ნაღები
  • 3 ს/კ შაქარი

ყველა ინგრედიენტი ბლენდერით კარგად ათქვიფეთ და მაღალ ჭიქებში ჩაასხით. ზემოდან ათქვეფილი ნაღებით და შოკოლადის ბურბუშელით გააფორმეთ.

მარწყვის მილქშეიკი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა ნაყინი
  • 0,25 ჭიქა უცხიმო ნაღები
  • 1 ს/კ მარწყვის სიროფი
  • 1 ჭიქა მარწყვი უყუნწოდ

ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და კარგად ათქვიფეთ. მაღალ ჭიქაში ჩაასხით, მარწყვის და შოკოლადის ნაჭრებით გააფორმეთ.

შოკოლადის მილქშეიკი

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა პლომბირი
  • 0,25 ჭიქა უცხიმო ნაღები
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • შაქარი გემოვნებით
  • 1 ჭიქა რძე

შოკოლადის ნაყინი შეგიძლიათ აიღოთ. ამ შემთხვევაში კაკაოს დამატება საჭირო არაა. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ, ჭიქაში ჩაასხით. ზემოდან გახეხილი შოკოლადით და ორცხობილა „ორეოს“ ნატეხებით გააფორმეთ.

ბანანის მილქშეიკი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა ნაყინი
  • 2 ბანანი
  • შაქარი გემოვნებით

ბანანის კოქტეილის მოსამზადებლად ჯერ ბანანი, ნაყინი და შაქარი დააბლენდერეთ, შემდეგ თანდათან რძე დაასხით.მილქშეიკს ხშირად ცივ ჭიქებში ასხამენ და ყინულის კუბებს უმატებენ. თუ ყინულიანი სასმელის გატანას აპირებთ, მაშინ არსებულ ინგრედიენტებს მეტი სიროფი, შაქარი ან თაფლი დაუმატეთ. ასე მის გემოს დიდხანს შეინარჩუნებთ, სანამ ყინული დნება. ასეთი კოქტეილები ზაფხულში ცივ დესერტებს მარტივად ჩაგინაცვლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს