ფუმფულა კომბოსტოს ღვეზელი ბებიის რეცეპტით. ვბრუნდებით ბავშვობაში

451

ბავშვობა ტკბილი მოგონებებით სავსეა. მაგალითად, როგორ დარბოდით მეგობრებთან ერთად მთელი ზაფხული, როგორ ელოდით სამზარეულოში ბებიის მიერ მომზადებული კომბოსტოს ღვეზელის გამოცხობას, რომლის მადისაღმძვრელი და არომატული სუნიც მთელ სახლში ტრიალებდა. ყველა სურს ამ დროში დაბრუნება, რაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია. Vivien გთავაზობთ, ბებიის რეცეპტით კომბოსტოს ღვეზელი გამოაცხოთ, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 550 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 30 გ კარაქი
  • 150 მლ რძე
  • 25 გ საფუარი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 400 გ კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. სამზარეულოში პოზიტიური განწყობით შედით, რომ კარგი ღვეზელი გამოვიდეს. ცომის მოსამზადებლად რძე შეათბეთ. რძის ნახევარი, საფუარი და შაქარი აურიეთ და გააჩერეთ.
  2. დარჩენილი თბილი რძე და კარაქი აურიეთ, საფუარის და რძის ნარევი დაუმატეთ. ახლა კვერცხი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. ჩაზილეთ, პარკი და პირსახოცი დააფარეთ, თბილ ადგილას გაიტანეთ და 2 საათით გააჩერეთ.
  3. კომბოსტო წვრილად დაჭერით. მარილი და წიწაკა თქვენი გემოვნებით მოაყარეთ. დაჭრილი ხახვი დაუმატეთ. შიგთავსი მზადაა. ღვეზელი ააწყვეთ.
  4. ცომი ორ ნაწილად დაყავით და ღვეზელები გააკეთეთ. თითოეულს 1 სუფრის კოვზი შიგთავსი დაუმატეთ.
  5. ღვეზელები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და ამოსასვლელად რამდენიმე წუთით გააჩერეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. წინასწარ ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით, რომ ზემოდან შეპიწკინდეს.

ფაფუკი და რბილი ცომეული ჩაიზე მისაყოლებლად მზადაა. ოჯახის წევრებს კომბოსტოს ღვეზელი ძალიან მოეწონებათ და მის ხშირად მომზადებას გთხოვენ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს