მთავარი ინგრედიენტი, რომლითაც ბოშა ქალი წვნიან კვერებს აცხობს

423

შემთხვევით ვნახე, როგორ ამზადებს ბოშა ქალი კვერებს ყველით და მწვანილით. საუზმეზე გამოვაცხვე. ვთქვა, რომ გემრიელია, ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვა. მეუღლემ გემრიელ სუნზე სამზარეულოში შემოირბინა. Vivien სწრაფი და არომატული ყველიანი კვერების მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ. ახლობლები ორივე ლოყას გაივსებენ და დამატებას გთხოვენ!

კვერები ყველით და მწვანილით

ინგრედიენტები:

  • 300 მლ თბილი წყალი
  • 500 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 3 ს/კ ლიმონის წვენი
  • 50 გ მწვანილი
  • 500 გ ყველი
  • კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. თასში ფქვილი ჩაყარეთ, შუაში თბილი წყალი დაასხით. მარილი და სოდა, ასევე ლიმონის წვენი დაუმატეთ.
  2. აურიეთ, შემდეგ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. რბილი ცომი ხელით მოზილეთ.
  3. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი ორი წუთით მოზილეთ. ახლა დააგუნდავეთ, შემდეგ 5 ნაწილად დაყავით. თითოეული დააგუნდავეთ და ფქვილში ჩადეთ. პარკი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  4. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით. ოხრახუში, ქინძი და მწვანე ხახვი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მწვანილი და ყველი აურიეთ, კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შიგთავსიდან 5 ბურთი გააკეთეთ.
  5. თითოეული ცომის ბურთი ხელით გააბრტყელეთ, დაახლოებით 10 სმ დიამეტრი უნდა ჰქონდეს. ცენტრში ყველის და მწვანილის შიგთავსი მოათავსეთ. ცომის კიდეები ცენტრში შეკარით. ფორმას კვერის ფორმა მიეცით. დანარჩენ ნაწილზეც ასე გაიმეორეთ.
  6. გახურებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში კვერები შეწვით, თითოეული მხრიდან 2 წუთით. გირჩევთ, რომ თავდახურულ ტაფაზე შეწვათ.
  7. სუფრაზე გატანის წინ თითოეულ კვერს კარაქი ორივე მხრიდან წაუსვით. ესეც ასე, ნოყიერი კვერები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

დარწმუნებული ვართ, ყველით და მწვანილით მომზადებული კვერის რეცეპტი არა ერთხელ გამოგადგებათ. ასეთი კვერი საუზმეზე ან სამხარზე შეგიძლიათ მიირთვათ, გზაზე ან სამსახურში წასაღებად მოსახერხებელია. მარტივად და მინიმალური ინგრედიენტებით მზადდება. თუ რაღაც ახალი გსურთ, ძალ–ღონე არ დაძაბოთ, ეს რეცეპტი იდეალურია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს