ქალებში მენოპაუზის პერიოდში დაღლილობა და წონის მატება გავრცელებული ნიშნებია. არსებობს მითი, რომ შუახნის ასაკში წონის დაკლება შეუძლებელია. ამის გამო ბევრი ქალი კვების რეჟიმს აღარ იცავს და ძველებური ფორმების დაბრუნების იმედს კარგავს. Vivien გირჩევთ, ასე არ მოიქცეთ. გთავაზობთ სახელგანთქმული მწვრთნელის, მაიკლ ფაირმანის მეთოდს, როგორ მოიშოროთ ზედმეტი წონა მენოპაუზის პერიოდში. მაიკლ ფაირმანი არა ერთ ცნობილ ვარსკვლავს ლამაზი ფორმების დაბრუნებაში დაეხმარა. მხოლოდ სწორი მეთოდი და ძლიერი სურვილი გჭირდებათ. პირველი ნაბიჯი თამამად გადადგით.
წესი 8 x 8 – მწვრთნელის აზრით, დღეში 2 ლიტრი სუფთა წყლის დალევა აუცილებელია. ჩაი, ყავა და სხვა სასმელი არ ითვლება. წყლის დალევა ჩვევად რომ გექცეთ, წესი 8 x 8 დაიცავით: 250 მლ წყალი დღეში 8-ჯერ დალიეთ, თუნდაც არ გწყუროდეთ. ასე გაუწყლოებას თავიდან აიცილებთ და ორგანიზმს დაეხმარებით.
სწორი რაციონი – წყლის ბალანსის გარდა სწორი კვებაც აუცილებელია, რომ მენოპაუზის პერიოდში ორგანიზმს გახდომაში დაეხმაროთ. დაბალანსებული კვებით წონას შეამცირებთ და განწყობას აიმაღლებთ. მენიუში უნდა შედიოდეს ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, ჩიას თესლი, წითელი თევზი, მთელი მარცვლეულის პური და ნიგოზი.
აკრძალული პროდუქტები – შეზღუდვებს თავიდან ვერ აიცილებთ. თუ წონის დაკლება და ლამაზი ფორმების მიღება გსურთ, ცხარე საკვები, ალკოჰოლი და კოფეინიანი სასმელები დაივიწყეთ. მარილიც შეამცირეთ, რადგან მარილიანი საკვები ცხიმის ზრდას იწვევს.სახელგანთქმული მწვრთნელის რჩევები გაითვალისწინეთ, რომ მენოპაუზის დროს ზედმეტი კილოგრამები, რომელიც ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს, მოიშოროთ. მისი რჩევები არა ერთ ქალს უკვე დაეხმარა.