ექიმი ნაყინის შესახებ პოპულარულ მითს უარყოფს 

472

ექიმი ლეონიდ კარევი უარყოფს პოპულარულ მოსაზრებას ნაყინის შესახებ, რომ თითქოს პროდუქტს ანგინის გამოწვევა შეუძლია. გავრცელებული მოსაზრება, რომ ნაყინის ჭამამ შეიძლება ანგინის განვითარება გამოიწვიოს, მითია.

„ნაყინი ანგინის მიზეზი ვერ გახდება“ – აცხადებს ექიმი კარევი.

ექიმი შეგახსენებთ, რომ ანგინა, რომლის დროსაც ყელში დამახასიათებელი ტკივილი ჩნდება, ტონზილიტის მწვავე ფორმაა. ესაა დაავადება, რომლის გამოწვევა მიღებულ საკვებთან კავშირში ვერ იქნება. ტონზილიტის მიზეზია ინფექცია, რომელიც ცხვირ–ხახაში ბინადრობს და ხშირად ქრონიკულია.კარევი ამატებს, რომ ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევაში ყელის გაგრილებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გამწვავება ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი ყველა თანმხლები სიმპტომით.

„სწორედ ამიტომ, ქრონიკული ტონზილიტის მქონე ადამიანებმა ნაყინი არ უნდა მიირთვან, განსაკუთრებით დაავადების გამწვავების დროს“.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ ნაყინის გონივრული პორციებით მირთმევა მხოლოდ ყელს გააკაჟებს, ამატებს ექსპერტი. ასეთ გაკაჟებაში მთავარია, რომ ცივი მასის დიდი ნაჭერი არ მიირთვათ, არამედ მაცივრის გარეთ ცოტა ხნით გაჩერებული ნაყინის პატარა ნაჭრებით დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს