რამდენად ხშირად გვსურს დასვენება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ? თუ კომპიუტერთან ან ქაღალდებთან მუშაობა გვიწევს, ყველაზე მეტად თვალები იღლება. იცით თუ არა, რომ თვალის მოდუნებით შეგიძლიათ მთელი სხეული მოადუნოთ და ასე სრულად დაისვენოთ. Vivien გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ მოადუნოთ თვალი სამუშაოს შემდეგ და სტრესის მოსახსნელად.
რატომ არის მნიშვნელოვანი თვალების მოდუნება? – ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი დაძაბულობა თვალების, შუბლის და სახის ნაწილში გროვდება. კისრის და ზურგის არეში დაძაბულობას ვერც შეედრება, არადა მათ გაცილებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მჯდომარე მუშაობის მიუხედავად, კომპიუტერი ან ქაღალდები თვალებს უფრო ღლის. სწორედ ამიტომ, მთელი სხეულის რელაქსაცია თვალებიდან იწყება. პრაქტიკის შესრულებას ძილის წინ გირჩევთ. დავიწყოთ?
თვალის სავარჯიშო მოსადუნებლად
- კომფორტულად მოეწყვეთ. ისეთი პოზა მიიღეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, სხეული არაფერმა შეზღუდოს. ექსპერტების უმეტესობა გირჩევთ, რომ სწორად დაჯდეთ, მაგრამ რაღაცას მიეყრდნოთ. რბილი სავარძელი შესაფერისია, ასევე ზურგის ქვეშ ბალიში შეგიძლიათ დადოთ. შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ, ბოლომდე გაიჭიმოთ და მთელი სხეული მოადუნოთ.
- თვალები დახუჭეთ. თავიდან შეიძლება დისკომფორტი იგრძნოთ, რადგან თვალების დაძაბულობა არსად გამქრალა და ქუთუთოების გახელა მოგინდებათ. სხვათა შორის, ამას ოთახში ნათურა ან კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს. მოსადუნებლად სინათლის ყველა წყარო მოიშორეთ, მხოლოდ ღამის ნათურა დატოვეთ.
- სუნთქვაზე კონცენტრირდით. ცხვირით ღრმად და დიდხანს ჩაისუნთქეთ, ფილტვები გააფართოვეთ. იგრძენით, როგორ ფართოვდება გულმკერდი, ჰაერით ივსება. ახლა ჩასუნთქვაზე ნელა პირით ამოისუნთქეთ. ტუჩებით მილი შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ჰაერი ნელა და თანაბრად ამოვიდეს. სუნთქვა გააგრძელეთ, მშვიდ და რეგულარულ რიტმში გადადით. ასე 5-7 წუთით მაინც ისუნთქეთ.
- თვალებს ყურადღება მიაქციეთ. დახუჭული თვალებიდან დისკომფორტი, ტოკვა და ქუთუთოების გახელის სურვილი სრულად უნდა გაქრეს. უნდა იგრძნოთ, თითქოს როგორ ეწებება ზედა ქუთუთო ქვედას. თვალების მეტად მოდუნება სცადეთ.
- სახის და თავის მოდუნებაზე კონცენტრირდით. იგრძენით, როგორ გადადის რელაქსის ტალღა თვალებიდან უფრო შორს, კეფაზე, ქვემოთ ყელზე და მთელ სხეულზე. თავიდან ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, მაგრამ პირდაპირ უნდა წარმოიდგინოთ, როგორ ეშვება მოდუნების ტალღა ქვემოთ და ქვემოთ.
მედიტაციის და მსგავსი პრაქტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ პირველი რამდენიმე პროცედურა 100%–იანი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. თუ ასეთ პროცედურას ყოველდღე, ძილის წინ 20 წუთს დაუთმობთ, მალე სრულად მოდუნდებით. თვალიდან მთელი სხეულის მოდუნებას ისწავლით, ქუთუთოებს და მთელი სხეულის კუნთებს გააკონტროლებთ, სუნთქვის მართვას ისწავლით და რელაქსაციით აივსებით. როგორც კი, სრულად მოდუნებას ისწავლით, ბავშვივით დაიძინებთ და დილით ენერგიით სავსე და მხნედ გაიღვიძებთ. გირჩევთ, სცადოთ!