ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მშობლობისთვის მზად არ არიან 

480

ალბათ, ბავშვობაში საყვარელი თოჯინით თქვენც ერთობოდით. აცმევდით, აბანავებდით და ასეირნებდით. სკოლაში შესვლისას ზოგიერთი ბავშვი საყვარელ თოჯინებს ივიწყებს და მათკენ აღარ იხედება, რადგან ფიქრობს, რომ უკვე საკმარისია. არიან ისეთებიც, ვის გულშიც მომავალში შვილის ყოლაზე ოცნებას აღვივებს. მათ შესახებ ყველაფერი გასაგებია. აი, ბავშვის ყოლაზე უარის თქმაზე ასტროლოგებს საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ. მათი თქმით, ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი მშობლობის მომენტს აჭიანურებს. მათთვის ბავშვის ყოლა ნამდვილი პრობლემაა.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მშობლობაზე წინასწარ უნდა დაფიქრდნენ

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ყველას არ სურს, რომ ოჯახი შექმნას და მინიმუმ ერთი ბავშვი გააჩინოს. ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებზეა საუბარი. ასევე ცნობილი ადამიანების მაგალითებს გიზიარებთ.

ლომი – ნამდვილი ეგოისტია, რომელიც ფიქრობს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. მხოლოდ იმას აკეთებს, რაც სიამოვნებს ანიჭებს და სურს. კარგად იცის, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ცხოვრების წესი, კომფორტი შეიცვლება, ამიტომ ამაზე ადრეულ ასაკში არ ფიქრობს. ლომი საკუთარი სიამოვნებისთვის მშობლობის მომენტს ბოლო წუთამდე აჭიანურებს. პირველი შვილი შუახნის ასაკში უჩნდებათ. მაგალითად, ჯენიფერ ლოპესმა, ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა ტყუპები 39 წლისას გააჩინა.

მშვილდოსანი – მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენელი ბავშვების მიმართ დიდი ინტერესით არ გამოირჩევა. ბევრი მათგანი ბავშვების გარემოცვაში თავს უხერხულად გრძნობს. მათი ისტერიკა და ცელქობა აღიზიანებს. ამერიკელმა პოპ მუსიკის შემსრულებელმა მაილი საირუსმა განაცხადა, რომ იქ, სადაც ადამიანი ყოველდღე სამომხმარებლო ცხოვრების წესის გამო იტანჯება, ბავშვის გაჩენა ლოგიკას ცდება.

ტყუპები – ეს ის ადამიანია, რომელსაც თვითმფრინავში ბავშვის ყვირილი და ისტერიკა აღაშფოთებს და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს. ქორწილის და გამრავლების ინსტიტუტს არ ენდობა. ახლობლების გარემოცვაში, ასევე საკუთარ თავთან თავს შესანიშნავად გრძნობს. დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას არ ჩქარობს. ტოპ მოდელი ნაომი კემპბელი აღიარებს, რომ დიდებული კარიერის აწყობასა და პიროვნულ განვითარებაზე უფრო ოცნებობდა, ვიდრე შვილების ყოლაზე. პირმშო მხოლოდ 49 წლის ასაკში გააჩინა.

ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიხარულია. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ინდივიდი ვართ, ზოგი საკუთარი თავის რეალიზაციას ბავშვებში ხედავს, სხვები კარიერაში ან ქველმოქმედებასა და სხვების ზრუნვაში. არჩევანი თქვენზეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს