5 მნიშვნელოვანი რჩევა, როგორ ჩაიცვათ მოდურად და ელეგანტურად

491

ტანსაცმელი საკუთარი თავის წარმოსაჩენად ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ერთი შეხედვით, ქსოვილის ნაჭერია, მაგრამ გაცილებით მეტს ნიშნავს. ტანსაცმელმა შეიძლება უფრო ახალგაზრდა ან ბებერი გამოგაჩინოთ. შერჩეული სამოსი პირველ შთაბეჭდილებაზე გავლენას ახდენს. ასაკოვანი ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Vivien გიამბობთ, როგორ ჩაიცვათ ახალგაზრდულად.

როგორ ჩავიცვათ ახალგაზრდულად – ტანსაცმლის არჩევაში წესები არსებობს. ზოგჯერ ქალი ერთიდან მეორე უკიდურესობაში გადადის. მაგალითად, ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მოზარდების ტანსაცმელი დაეხმარება, უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეს. მცდარი მოსაზრებაა. ასე უფრო ასაკოვანი გამოჩნდებით. უმჯობესია, ასაკის შესაფერისი ტანსაცმელი შეარჩიოთ, მაგრამ გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებით.

  1. ტექსტურები სწორად გამოიყენეთ – ასაკობრივ ცვლილებებს გეომეტრიის თვალსაზრისით მიუდექით. სახეზე ნაოჭები და ნაკვთების დეფორმაცია სიმეტრიის დაკარგვას და სახის ტექსტურის გამოჩენას ნიშნავს. ეს ხაზის ხმაურია, რომლის შესანიღბად ტანსაცმელში ხმაურს უნდა მოერიდოთ. გლუვი და სწორი ტექსტურის ქსოვილები შეარჩიეთ. რას ვგულისხმობთ? ნივთები ნაკეცების და ნაოჭების გარეშე, არაფერი დაჟატული და დაჭმუჭნული. სამოსში სიგლუვისკენ ისწრაფვეთ. ტექსტურირებული ბლუზა გვერდზე გადადეთ, მის ნაცვლად მკაცრი პიჟაკი მოირგეთ. ეს ვარცხნილობასაც ეხება. სწორი თმა უკეთესად გამოიყურება, ვიდრე აფუებული.
  2. ფერი და კიდევ ერთხელ ფერი – აქცენტებზე მუშაობა უნდა იცოდეთ. ამის სწავლა მარტივია. მუქი ელფერები ყურადღების ფოკუსირებას ხელს უწყობს, ღია ელფერები ხაზებს ბუნდოვანს ხდის. ღია ფერები ყურადღებას საკუთარ თავზე ამახვილებს. თუ რაიმეს დამალვა გსურთ, ღია ფერები შეარჩიეთ. ღია ფერით ძლიერ მხარეზე აქცენტი გააკეთეთ.
  3. ფორმებზე კონცენტრირდით – თითოეული სხეული უნიკალური და მშვენიერია. ყოველთვის შეგიძლიათ მომგებიან მხარეს ხაზი გაუსვათ და დამალოთ ის, რაც არ მოგწონთ. ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეთ, თქვენი სხეულის გარშემო სტილის შექმნა უნდა ისწავლოთ. ბალახონში დამალვა საჭირო არაა. ასე 20 წლის ასაკშიც მოხუცი ქალის იმიჯს მიიღებთ. უნივერსალური რჩევა არაა. ტანსაცმელი თქვენი სხეულის ფორმის შესაბამისად შეარჩიეთ. შოპინგისთვის დღე გამოყავით, ნივთები მოირგეთ. ნახეთ, როგორ გამოიყურება, თქვენს ფორმებს ხაზს უსვამს თუ არა. სწორად შერჩეული ჯინსი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბალახონი. არაფრის დამალვა საჭირო არაა, პირიქით, თქვენს ფორმებს მოარგეთ.
  4. გაამარტივეთ – როგორც ხმაურის შემთხვევაში. შეარჩიეთ სამოსი ისე, რომ დეტალებით არ გადაიტვირთოს. 1–2 აქცენტი საკმარისია, მეტი საჭირო არაა. რაც უფრო მეტი დეტალია სტილში, მით უფრო დაგაბერებთ. გახსოვდეთ, რომ ასაკის კორექცია სიმარტივისა და გეომეტრიისკენ სწრაფვაა. ბოლო წლებში ბუნებრიობა მოდაშია. ეს გამოიყენეთ.
  5. ბოლო შტრიხი – ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, მაგრამ ვერ იმუშავებს, თუ თავად კარგად არ გამოიყურებით. რაიმე რთულ საქმეზე არავინ საუბრობს. თმის და კანის გარეგნობაზე იზრუნეთ. საკუთარ თავს ამ ზრუნვის უფლება მიეცით: სახის და ხელის კრემი შეიძინეთ, ვარცხნილობა განაახლეთ და მოდურად დავარცხნა ისწავლეთ. რაც მთავარია, ძილის ხარისხის ყურადღება მიაქციეთ. უძილობა გარეგნობაზე ცუდად აისახება.

ახლა იცით, როგორ ჩაიცვათ, რომ რამდენიმე წელი მოიკლოთ. ნამდვილი ასაკის დამალვა აუცილებელი არაა. მარკეტოლოგები წლები ამბობდნენ, რომ ასაკი სხვებისგან უნდა დამალოთ, მაგრამ ეს წარსულია. ახლა ქალები ასაკის შესაბამისად გამოიყურებიან. ეს ბუნებრივი და ლამაზია. იმედი გვაქვს, ამ საკითხში ოქროს შუალედის და ჰარმონიის პოვნას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს