ყველა, ვინც სამხრეთ კორეაში ერთხელ მაინც იყო ან მის კულტურასთან შეხება ჰქონია, აღნიშნავს რომ, აზიელებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების უნიკალური თვისება აქვთ. გენეტიკა უკანასკნელ როლს არ თამაშობს, მაგრამ პირველ ადგილას ყოველდღიური მოვლაა. კორეელები კანის მოვლის სხვადასხვა სისტემით არიან ცნობილი, მაგრამ ყველაზე უფრო პოპულარულია 10-საფეხურიანი.
დღეს სილამაზის საიდუმლოს გიზიარებთ. ამ მოვლის სისტემის პრაქტიკაში გამოყენება უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ.
1.ზეთოვანი გაწმენდა
პირველი ეტაპი არის გაწმენდა. მისი ჩატარება შეგიძლიათ ბამბის დისკოს, ხელის ან სპეციალური სპონჟის კონჯაკის გამოყენებით. მას მცენარეების ბოჭკოებისგან ამზადებენ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ეშმაკის ენა, ხოლო მეცნიერულად – Amorphophallus konjac. ეს სპონჟი ჰიპოალერგიულია, კანს ღრმად და ნაზად ასუფთავებს, მკვდარ უჯრედებს აშორებს და მჟავა-ტუტე ბალანსს არეგულირებს.
კოსმეტიკური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დასაბენ საშუალებასთან ერთად ან მის გარეშე. კორეელები უპირატესობას ჰიდროფილური ზეთებით გაწმენდას ანიჭებენ. ასეთი საშუალებებით მაკიაჟი კარგად შორდება, ფორებში ღრმად აღწევს, ცხიმიან ლუქებს ხსნის, ფორების სიბინძურე ამოაქვს – ერთი სიტყვით კანზე სასარგებლო ეფექტი აქვს.
2.ქაფით გაწმენდა
თითქოსდა კანის კიდევ ერთხელ გაწმენდა რა საჭიროა? კორეელმა ლამაზმანებმა პასუხი იციან: ამ ეტაპზე კანიდან ზეთის, ოფლის და მტვერის ნაწილი უნდა მოიშოროთ. თუ ჩვენ კვერცხს ძირითადად თმის ნიღბის სახით ვიყენებთ, კორეაში მას სხვა დანიშნულება უპოვეს: კვერცხის გულზე დაფუძნებული ქაფი ძალიან პოპულარულია.
ლიპიდები კანს არბილებს, მას უფრო ელასტიურს ხდის, კანის ჯირკვლებს ააქტიურებს და ნაოჭების გასწორებას ხელს უწყობს. ეს ერთადერთი უპირატესობა არაა: ინგრედიენტს ნიღბებში ფორების შესაკვრელად და სხვადასხვა კრემებში იყენებენ.
3.პილინგი და შავი წერტილების მოშორება
შეუდარებელი კანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რა არის მისი არსი?როდესაც მკვდარი უჯრედები შორდება, სხვა საშუალებები შეიძლება კანში უფრო ღრმად შევიდეს. ანუ უფრო ხელსაყრელი ეფექტი მიიღოთ. პილინგი – სერიოზული დატვირთვა არის კანისთვის, ამიტომ კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ.
აღმოჩნდა, რომ ტკბილი შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგ., შავი შაქრის ნიღაბი კარგი ამქერცლავი საშუალებაა, ამასთან შავ წერილებს და ჭარბ ცხიმს აქრობს. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, კანი საკმაოდ რბილი და სუფთა გახდება. ვულკანურ ლავებზეა დაფუძნებული ნიღაბი ასევე პოპულარულია.
4.ტონერი
კანის მოვლის არა აშკარა ნაბიჯი, რომელსაც ბევრი ტოვებს. მრავა;ეტაპიანი წმენდის შემდეგ კანი რბილი ხდება და უფრო მეტი ტენი სჭირდება. კანი ღრუბელივით არის და რაც უფრო კარგად არის დატენიანებული, მით უფრო ძლიერად იწოვს მოვლის საშუალებებს.
ტონერის ინგრედიენტები მარტივია, მაგ., შეიძლება იყოს საფუარი. ის არა მხოლოდ კანს ატენიანებს, არამედ ამშვიდებს, კვებავს, მას უფრო ელასტიურს ხდის. ხშირად ტონერის შემადგენლობაში მინერალური წყალია, ასევე კანი კიდევ უფრო ბევრი მიკროელემენტით გაჯერებული ხდება.
5.ესენციები და შრატები
კორეული კანის მოვლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. კანის გაწმენდიდან მის მკურნალობაზე გადავდივართ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, თუ რომელ პრობლემას უმკლავდებით ამ ეტაპზე. გათეთრება? აღდგენა? ნაოჭებთან ბრძოლა? ამის საფუძველზე შესაბამისი საშუალება უნდა შეარჩიოთ. ესენცია მსუბუქი მასაჟური მოძრაობით წაისვით და აუცილებლად ზემოთ მოცემული ეტაპის შემდეგ.
კორეული სილამაზის ინდუსტრია ინგრედიენტებს უცნაურ ადგილებში პოულობს, მათ შორის ჭაობში. ტორფის 20%-იანი ექსტრაქტის შრატი კანზე ნაოჭებს აქრობს და მას ელასტიკურობას უბრუნებს. ამ უცნაური ინგრედიენტის არჩევა შემთხვევითი არაა. მას მაღალი რეგენერაციული თვისება აქვს, ძველი ეგვიპტელები და რომაელები ტორფს ჭრილობის შესახორცებლად და მუმიფიცირებისთვისაც კი იყენებდნენ.
6.ემულსია
ესენციის და შრატის მოქმედება აუცილებლად უნდა გააძლიეროთ და ამისთვის უმჯობესია თუ ემულსიას გამოიყენებთ. ის ძალიან კონცენტრირებული არაა, სასიამოვნო და მსუბუქი ტექსტურა აქვს. კანი ემულსიას იწოვს, ტენით ივსება.
ემულსია, როგორც ესენცია, შეიძლება კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაზე იყოს მიმართული, მათ შორის ასაკობრივ ცვლილებაზე. კორეაში ჟენშენის კოსმეტიკაზე გიჟდებიან, რადგან მას უჯრედების აღდგენა, კანის გამოკვება, თავისუფალი რადიკალებისგან დაცვა შეუძლია. გარდა ამისა, ელასთინის და კოლაგენის სინთეზს უშვებენ – ნამდვილი ახალგაზრდობის ვაშლი!
7.ნიღბები
ნიღბები კანს აგრესიული გარე მოქმედებისთვის ამზადებს. როგორც წინა ეტაპებზე, საშუალების არჩევანი იმაზე დამოკიდებული, თუ რა პრობლემის აღმოფხვრა გსურთ. დასატენიანებლად კორეელები ლოკოკინას ნიღბებს იყენებენ, კანის ბზინვარებისთვის – C ვიტამინის ნიღბებს. ასე უფრო საინტერესო რამ არსებობს.
თიხის აქაფებადი ნიღბები ნამდვილი ჰიტი გახდა არა მხოლოდ აზიაში, არამედ ევროპაშიც. მასში შემავალი ქვანახშირის ფხვნილი დეტოქსს ეფექტს იძლევა, ხოლო თერმული წყალი წყალის ბალანს აღადგენს. კიდევ ერთი ტრენდია – ვირის რძის ნიღაბი. ასეთი ნიღაბი კანს კვებავს და მათეთრებელი ეფექტი აქვს.
8.თვალის ირგვლივ კანის მოვლა
თვალის ირგვლივ ნაზი და თხელი კანის მოვლას კორეელები დიდ ყურადღებას აქცევენ. თუ კრემს იყენებთ, თითის ბალიშებით კანზე წაისვით. ძალიან არ დააწვეთ და კანი არ გაჭიმოთ.
ასევე შეგიძლიათ ჰიდროგელური პატჩები გამოიყენოთ. ისინი შავი მარგალიტის და ოქროს ფხვნილს შეიცავენ. ასეთი პატჩები აქრობს დაღლილობას, შეშუპებას და მუქ წრეებს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. გელის მსგავსი ტექსტურად მსუბუქი სიგრილის შეგრძნებას იძლევა.
9.სახის კრემი
ეს ეტაპი კანის დატენიანების დასასრულს წარმოადგენს და მას ამშვიდებს. კორეული სილამაზის ინდუსტრია ნებისმიერი გემოვნების კრემს გთავაზობთ. კვერცხის ცილით – კანის დასარბილებლად, ლოკოკინას ლორწოთი – ნაოჭების გასაქრობად და კანის ელასტიურობისთვის. ასევე ფრინველის ბუდის ექსტრაქტის კრემიც არის, რომელშიც კანის ახალგაზრობისთვის საჭირო ამინომჟავები არის. გარდა ამისა, კრემის შემადგენლობაში არის ოქროს იონები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობენ.
10.მზისგან დაცვა
მზის სხივები კანის დაბერებას იწვევს. კორეელები ირწმუნებიან: თუ გსურთ კანის ახალგაზრდობის შენარჩუნება, მზისგან დამცველ კრემებს დაუმეგობრდით. წაისვით ყოველ დღე ქუჩაში გასვლის წინ.
მაგ. იგივე ვირის რძის კრემი კანს სტრესისგან დაიცავს, C ვიტამინის დონეს გაზრდის და ულტრაიისფერი სხივებისგან დაგიცავთ. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სამხრეთ კორეაში ქალებს შეხედეთ: ისინი 50 წლის ასაკში ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ეს მხოლოდ გენეტიკა არაა.
ბონუსი: მაიონეზი თმისთვის
მაიონეზს არა მხოლოდ კორეულ სამზარეულოში შეხვდებით, არამედ სააბაზანოშიც. ნიღბის შემადგენლობაში არის შის ზეთი, მაკადამიას ზეთი, კვერცხის გულის ექსტრაქტი და ძმარი. ასეთი ნიღაბი თმას კვებავს და არბილებს. თმა უფრო რბილი, ელასტიკური ხდება.
თქვენ გსურთ გამოცადოთ კორეული სახის მოვლის სისტემა? თუ უკვე გამოცდილი გაქვთ? გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.