ტარტალეტები წითელი თევზით ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან დახვეწილი კერძია. Vivien გიამბობთ, როგორ გახადოთ კერძი უფრო ეფექტური. სტუმრები ამ საოცარი თევზის რეცეპტით აუცილებლად დაინტერესდებიან.
ტარტალეტები წითელი თევზით – კრეატიული რეცეპტით მომზადებული ტარტალეტები თევზის დამარინადებას გულისხმობს. რატომ უნდა გააკეთოთ ასე? ზღვის პროდუქტი უფრო გემრიელი და მიმზიდველი გამოვა. გარწმუნებთ, ასეთი კერძი უბრალოდ შედევრი გახდება. მარინადისთვის დაგჭირდებათ შემდეგი კომპონენტები.
ინგრედიენტები:
- 400 გ წითელი თევზი
- 1 ჭარხალი
- 1,5 ს/კ მარილი
- 1 ს/კ შაქარი
- ფორთოხლის წვენი
- ფორთოხლის ცედრა
- საყვარელი სანელებლები
მომზადების წესი:
- ნებისმიერი წითელი თევზი გამოგადგებათ. ორაგული ან კალმახი იდეალურია. ამ თევზის ფილეს თითქმის ნებისმიერ სუპერმარკეტში იპოვით. როგორც კი, შესაფერის თევზს აირჩევთ, ცივ წყალში კარგად გარეცხეთ და ქაღალდით გაამშრალეთ.
- მარილი და შაქარი აურიეთ, ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი უცვლელად დატოვეთ. მეორე ნაწილს საყვარელი სანელებლების ნარევი და ჭარხალი დაუმატეთ. ჭარხალი წინასწარ წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- მოამზადეთ პლასტმასის კონტეინერი, რომელშიც თევზს დაამარინადებთ. სუფრაზე პარკი გაშალეთ, მასზე მარილის და წიწაკის სუფთა ნარევი გადმოყარეთ. თევზი ამ ნარევში ტყავით ქვემოთ მოათავსეთ. ამის შემდეგ ცოტა ფორთოხლის ცედრა და წვენი დაუმატეთ. თევზის ნაჭრები ციტრუსის არომატით კარგად უნდა გაიჟღინთოს.
- შემდეგ თევზს სანელებლების მეორე ნაწილი (ჭარხლიანი) წაუსვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭარხალმა თევზის მთელი ზედაპირი დაფაროს. ფილე პარკში ფრთხილად გაახვიეთ და სპეციალურ კონტეინერში გადაიტანეთ.
- კონტეინერი მაცივარში 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ თევზის ნაჭრები პარკიდან ამოიღეთ და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. დარჩენილი მარილი და სანელებლები მოაშორეთ. სითხის წვეთები ქაღალდით მოაშორეთ.
მადისაღმძვრელი ტარტალეტი წითელი თევზით – მზა თევზი მაქსიმალურად მიმზიდველად გამოიყურება. მისი საფუძველი წითელი დარჩება, ხოლო კიდეებში ნაჯერი წითელი გახდება. დროა ტარტალეტები მოამზადოთ. თევზი მაქსიმალურად თხლად დაჭერით, რომ სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, ყვავილის ადვილად მისცეთ. ამისთვის ტარტალეტები და ნაღების ყველი შეიძინეთ. ნაღების ყველს ცოტა ნიორი და კიტრის ნაჭრები დაუმატეთ. გასაფორმებლად ახალი მწვანილი გამოიყენეთ. ტარტალეტის ძირში ცოტა ყველი, კიტრი, წითელი თევზი ვარდის კოკრის ფორმაში მოათავსეთ. საკმაოდ რეალური გამოვა, თუ ასე რამდენიმე თევზის ნაჭერს ჩადებთ. კერძის მომზადება მწვანილით დაასრულეთ და ცივი ტარტალეტები წითელი თევზით ძვირფას სტუმრებს მიართვით.