გარგარის სეზონს ვხსნი. ზაფხულის მთავარ ტორტს მწიფე ხილით ვამზადებ

425

დღეს Vivien გირჩევთ, რომ გარგარით ნაზი ტორტი მოამზადოთ და ოჯახის წევრები მზიანი ხილის დესერტებით გაახაროთ. მოასწარით, სანამ სეზონი დასრულდება. რეცეპტში ახალ გარგარს ვიყენებთ, მაგრამ გარგარის კონსერვი შეგიძლიათ გამოიყენოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი გარგარით უფრო გემრიელი გამოდის.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 50 გ ფქვილი
  • 40 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 გ გარგარი
  • 300 მლ ნაღები (ცხიმიანობა 30%)
  • 300 გ ხაჭო
  • 180 გ შაქარი
  • 70 მლ არაჟანი
  • 30 გ ჟელატინი
  • 10 გ ვანილი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი მოამზადეთ: ორი კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილა მიქსერით ათქვიფეთ. მწიკვი მარილი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. თანდათან 40 გ შაქარი დაუმატეთ და მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. კვერცხის გულები დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვეფა გააგრძელეთ. ფქვილი გაცერით და პორციებად დაუმატეთ. სპატულით ნაზად აურიეთ, რომ ჰაეროვანი ცომი გამოვიდეს. საცხობი ფორმის (დიამეტრი – 21 სმ) ძირში პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. გვერდებზე ცხიმის წასმა აუცილებელი არაა. ნარევი ჩაასხით და 180 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ.
  2. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ და გასაგრილებლად გააჩერეთ. ზედა ქერქი აფხიკეთ. ბისკვიტის დიამეტრი შეამცირეთ. კიდიდან 1 სმ ფენა მოაჭერით. ახლა ფორმაში ჩადეთ (დიამეტრი ზუსტად იგივე, როგორც ცხობის დროს). ფორმაში გვერდებზე სქელი პარკი ჩააფინეთ. ბისკვიტის ფენას შაქრიანი სიროფი მოასხით.
  3. კრემი მოამზადეთ: ჟელატინი წყალში გახსენით და გააჩერეთ. გარგარი გარეცხეთ, კურკები მოაშორეთ, გათალეთ და დააბლენდერეთ. ხაჭო, შაქარი და არაჟანიც ცალკე დააბლენდერეთ.
  4. ცივი ნაღები მიქსერით ათქვიფეთ. შაქარი და ვანილი დაუმატეთ. სქელი ნაღები და ხაჭო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. ჟელატინი გააცხელეთ. ორ ნაწილად გაყავით, ერთი ნაწილი ნაღების კრემს დაუმატეთ და აურიეთ. მეორე ნაწილი გარგარის მასას. ბისკვიტს ჯერ ნაღების კრემი მოასხით, შემდეგ გარგარის ნარევი. ჟელატინის შეკვრამდე კბილის ჩხირით სასურველი ფორმები მოხატეთ.
  6. ტორტი 3-4 საათით ან მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ. ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს