6 პროდუქტი, რომელიც არტერიებს წმენდს და ბლოკირებისგან გვიცავს

454

ცხიმოვანი დეპოზიტებით ან ათეროსკლეროზით არტერიების ბლოკირება სიცოცხლისთვის სახიფათო კორონალური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. Vivien გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ არტერიები ცხიმისა და ქოლესტერინისგან.არტერიებში ცხიმოვანი, ქოლესტერინის დეპოზიტები სისხლს ასქელებს, მათ ნაწილობრივ ან სრულად ბლოკირების ალბათობას ზრდის.

„ასეთი ბლოკირებით გულიდან და გულისკენ სისხლის ნაკადი სერიოზულად მცირდება. სისხლის ნაკადის მსგავსმა შემცირებამ სიცოცხლისთვის სახიფათო სხვადასხვა კორონარული დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს“ – აღნიშნავს თერაპევტი თამარ ილინსკაია.ამავდროულად, ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლძარღვების სისტემის მდგომარეობასა და მუშაობას, სისხლძარღვების გამტარობას, სისხლის ნაკადს და სხვა თვისებებს, რომლებიც ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უშლიან. ზოგიერთი პროდუქტი არტერიებს ცხიმოვანი დეპოზიტებისგან ეფექტურად წმენდს.

  • სხვადასხვა თესლი. ბევრი თესლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და უჯრედისს, რომლებიც გულის კუნთების გასაძლიერებლად და არტერიების ბლოკირებისგან დასაცავად სასარგებლოა. მაგალითად, სელის და ჩიას თესლი ანტიოქსიდანტური კომპონენტებით და უჯრედისით განსაკუთრებით მდიდარია. მათი მიღება ორგანიზმში ინსულინის დონეს აუმჯობესებს, რაც დიაბეტის პრევენციისთვის აუცილებელია.
  • პომიდორი. ბოსტნეული (განსაკუთრებული მომზადებული) მდიდარია ლიკოპინებით, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც პომიდორს რეგულარულად მიირთმევენ, არტერიების ბლოკირებით გამოწვეული გულის სხვადასხვა დაავადების და მდგომარეობის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
  • კაკალი. გულისა და სისხლძარღვებისთვის ნიგოზი ყველაზე სასარგებლოა. ნიგოზი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც გულის მუშაობას აუმჯობესებენ. ნიგვზის რეგულარული მიღება არტერიებს წმენდს, რაც მიოკარდში სისხლის მიწოდებას უფრო ეფექტურს ხდის.
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო – ამ ბოსტნეულის რაციონში ჩართვა სისხლძარღვების სისტემის დაცვას აუმჯობესებს, არტერიების კედლებს გათხელებისგან იცავს.
  • ნიორი. მდიდარია გოგირდორგანული ნაერთებით მდიდარია. ანთებას, ქოლესტერინის დონეს და არტერიულ წნევას ამცირებს.
  • ციტრუსი. ვიტამინების კარგი წყაროა. ციტრუსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ფლავონოიდებით, რომლებიც ანთებას და ქოლესტერინის დონეს ნამდვილად ამცირებენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს