წარმოიდგინეთ, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ზამთრამდე ჩემი კონსერვების მხოლოდ 70% აღწევდა. ეს ხომ დაკარგული პროდუქტი, ფული, შრომა და დროა. თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებდი: რეცეპტს მკაცრად ვიცავდი, თავსახურებს და ქილებს კარგად ვასტელირებდი, სწორად ვინახავდი. საიდუმლო გამიმხილა დედამთილმა, რომელსაც კონსერვაციის ოსტატად მივიჩნევ. მისი კიტრი, პომიდორი, სალათი, მურაბა ყოველთვის გემრიელი გამოდის. არც ერთი ქილა არ სკდება, არაფერი ფუჭდება. აღმოჩნდა, რომ კონსერვის თავსახურებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
რომელია შეუფერებელი თავსახური კონსერვისთვის: შემოწმების მარტივი მეთოდი – კონსერვის ქილის თავსახურები თუნუქისგან დამზადებულია, მაგრამ ზოგიერთი არაკეთილმოსურნე მწარმოებელი თანხის დაზოგვას ცდილობს. როგორ? უფრო თხელ თავსახურებს ამზადებს, მაგრამ კონსერვაციისთვის უფრო სქელია საჭირო. თვალით თუნუქის თავსახურის სისქის დადგენა რთულია, თუ შეუძლებელი არა. სწორედ ამიტომ, სასწორი დაგეხმარებათ. სანამ კონსერვის ქილებისთვის თავსახურებს შეიძენთ, არ იზარმაცოთ და სასწორი წაიღეთ. მარტივი არითმეტიკა ერთი თავსახურის დაახლოებითი სისქის გამოთვლაში დაგეხმარებათ. დავუშვათ, რომ შეფუთვა 800 გრამს იწონის, ხოლო შეფუთვაში 50 ცალია. მაშინ ერთი თავსახურის სისქე 0,18 სმ გამოდის. მოსახუფად 0,2 სმ (უმჯობესია 0,22 სმ) სისქის თავსახური მაინც უნდა გამოიყენოთ.
ახლა იცით, რომელი თავსახურით სჯობს ქილების მოხუფვა. ეს პუნქტი არ უგულებელყოთ, რადგან უხარისხო თავსახური მთელ შრომას წყალში ჩაგიყრით. ხომ არ გსურთ, რომ აგარაკზე მოყვანილი მარწყვით და ალუბლით მომზადებული ტკბილი მურაბის ქილას დაემშვიდობოთ?