5 საუკეთესო მეთოდი, როგორ გაყინოთ ბადრიჯანი გემოს დაკარგვის გარეშე

1051

ყველას სურს, რომ წვნიანი ბოსტნეულით მომზადებული გემრიელი კერძები მთელი წელი მიირთვას. სწორედ ამიტომ, ბრძენი დიასახლისები ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში დროს არ კარგავენ. ისინი ყაბაყს, ბადრიჯანს, პომიდორს და ბულგარულ წიწაკას ამზადებენ და საყინულეში ყინავენ. ამ მარტივი მეთოდით ზამთარში სახლის ბოსტნეულით არომატულ წასახემსებლებს და ძირითად კერძებს ამზადებენ. Vivien გიზიარებთ საუკეთესო მეთოდებს, როგორ გაყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის. არაერთხელ დაგეხმარებათ! ამ ბოსტნეულის შესანახად ხუთეულს გთავაზობთ. ასე შენახული ბადრიჯანი ნებისმიერ კერძში გამოგადგებათ. ბადრიჯანს სპეციალურად მომზადება არ სჭირდება. მარილიან წყალში ჩალბობით ბოსტნეულიდან სიმწარის მოშორება დაივიწყეთ. გალღობილ ბადრიჯანს უსიამოვნო გემო არ ექნება.

ბადრიჯნის გაყინვის მეთოდები

ვარიანტი 1: ფარშის, სალათისა და ხიზილალისთვის

  1. ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. კბილი ჩხირით ბევრ ადგილას ჩაჩხვლიტეთ.
  2. ბადრიჯანი საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ფორმაზე ზეთის წასმა ან პერგამენტის დაფენა საჭირო არაა. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ. თუ ბადრიჯანი კარგად დარბილდა, ღუმელიდან გამოიღეთ.
  3. ცივ ბოსტნეულს ყუნწი მოაშორეთ და სიგრძეზე ჩაჭერით. ნაკერით ქვემოთ გადააბრუნეთ და საწურზე დადეთ. ზემოდან სიმძიმე (წყლიანი თასი ან ქილა) დაადეთ, რომ წვენი დაიწუროს.
  4. როცა სითხეს მოაშორებთ, თითოეული ბადრიჯანი შესაფუთ პარკში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ.

ვარიანტი 2: ნახევრად მზად პროდუქტი

  1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. რგოლებად დაჭერით.
  2. ბადრიჯანი ზეთწასმულ ცხელ ტაფაზე გადაიტანეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ. ძლიერ ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
  3. ცივი ბოსტნეული პარკში ჩააწყვეთ. შეკარით და საყინულეში შესანახად მოათავსეთ.

ვარიანტი 3: პეროგის, რაგუსა და ბოსტნეულის წვნიანისთვის

  1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. ბოსტნეული დიდ კუბებად დაჭერით.
  2. ოდნავ მარილიან წყალში დარბილებამდე მოხარშეთ.
  3. ცივი ბადრიჯანი პარკში თანაბარ ფენად ჩააწყვეთ, ჰაერი ამოტუმბეთ და შეკარით. საყინულეში შეინახეთ.

ვარიანტი 4: ხორციანი მობრაწულისთვის

  1. ბადრიჯანი გარეცხეთ. ყუნწები მოაჭერით.
  2. ბოსტნეული პატარა რგოლებად დაჭერით და პარკში შეინახეთ. ჰაერი ამოტუმბეთ და შეკარით.
  3. საყინულეში შეინახეთ.

ვარიანტი 5: წასახემსებლებისთვის „ენები“

  1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. ყუნწები მოაჭერით.
  2. ბოსტნეული ენებად (0,5 სმ სიგანის ზოლები) დაჭერით.
  3. საცხობ ფორმას ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით. ბადრიჯანი დააწყვეთ. მასაც ცხიმი წაუსვით.
  4. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ.
  5. ცივი ბოსტნეული კონტეინერში ჩააწყვეთ და საყინულეში შეინახეთ.

ბადრიჯანი სწორად უნდა გაალღოთ. ამ მიზნით მიკროტალღური ღუმელი ან ოთახის ტემპერატურა არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ. ბოსტნეული საყინულიდან მაცივრის ქვედა კამერაში გადაიტანეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით შეგიძლიათ მომზადება დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს