მხოლოდ გემოვნებიანი ნამდვილი ლედი გამოიცნობს, რომელია ყველაზე ძვირადღირებული სუნამო

597

ყოველდღიურ საზრუნავს და საქმეებს დროებით რომ მოწყდეთ, ეს გასართობი ტესტი გაიარეთ. მხოლოდ ნამდვილი ლედი, რომელსაც კარგი გემოვნება აქვს, მიხვდება, რომელია ყველაზე ძვირადღირებული სუნამო. Vivien გთავაზობთ ტესტს სუნამოებით. სუნამოების 9 ვარიანტს ყურადღებით დააკვირდით და განსაზღვრეთ, რომელი ქალის სუნამოა ყველაზე ძვირადღირებული. არ იჩქაროთ, ჯერ დაფიქრდით, შემდეგ ქვემოთ მოცემულ შედეგებს გადახედეთ.

ძვირადღირებული ქალის სუნამოები

ტესტის პასუხები

პირველი ნომრის ქვეშ Roja Dove–ს სუნამო იმალება. ეს ლამაზი ნიშა პარფიუმია, მაგრამ წარმოდგენილ სუნამოებს შორის ყველაზე ძვირადღირებული არაა. კიდევ ერთხელ სცადეთ!

თითქმის გამოიცანით. ეს House Of Sillage–ს ყვავილებიანი პარფიუმია, ვნებიანი და რომანტიული, მხიარული და უზომო ენერგიით სავსე. არომატი Tiara უჩვეულო, მიმზიდველი და ამავდროულად კეთილშობილურია. სუნამოებს შორის ფასით მეორე ადგილზეა, მაგრამ ყველაზე ძვირიანი მაინც არაა. განაგრძეთ ძიება!

ნომერი სამი არის Amouage–ს მდიდრული პარფიუმი. ნამდვილად შესანიშნავია, მაგრამ არა ყველაზე ძვირიანი. კიდევ ერთხელ სცადეთ!

ნომერი ოთხი. ეს House of Sillage–ს სუნამოა აღმოსავლური ნოტებით. უდავოდ დახვეწილია, მაგრამ წარმოდგენილ სუნამოებს შორის მასში ყველაზე დიდი თანხის გადახდა არ მოგიწევთ. კიდევ სცადეთ!

მე-5 ნომრის ქვეშ იმალება Eau de Memo. დახვეწილი და ელეგანტური კომპოზიციაა ჟასმინის, მწვანე ჩაის და ტყავის ნოტებით. პარფიუმი შეუდარებელია, მაგრამ ესეც ყველაზე ძვირადღირებული არაა.

Creed–ის სუნამო, რომელიც ნომერი 6-ის ქვეშ იმალება, ყველაზე ძვირადღირებული არაა. კიდევ სცადეთ!

ნომერი 7. ტესტი რთული იყო, მაგრამ ყოჩაღ. გილოცავთ! სუნამო House of Sillage Emerald Reign წარმოდგენილ სუნამოებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია. ამ პარფიუმის სიმბოლოა იშვიათი თეთრი ვეფხვი ზურმუხტის თვალებით. ამ არომატის ქალის გამოსახულება გრაციასა და კეთილშობილურ ხასიათში იმალება.

მე-8 ნომერი – ააცილეთ. Tom Ford–ის სუნამო წარმოდგენილ პარფიუმებს შორის ყველაზე ძვირადღირებული არაა. ძიება გააგრძელეთ, წარმატებას გისურვებთ!

მე-9 ნომრის ქვეშ იმალება Xerjoff–ის პარფიუმი Lira . ალბათ, წარმოდგენილ სუნამოებს შორის ყველაზე იაფია, თუმცა ეს აღმოსავლურ–ყვავილებიანი სუნამო საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს.

ძვირადღირებული ქალის სუნამო განსაკუთრებულ ხიბლს და ფუფუნების არომატს ფლობს. მათ პროფესიონალი პარფიუმერული კომპანიები აწარმოებენ, რომლებიც განუმეორებელი კომპოზიციის შექმნაზე წლები მუშაობენ.

ხშირად სუნამოს ფასზე მწარმოებელი ბრენდიც გავლენას ახდენს. ფასზე მისი შემადგენლობა და ფლაკონიც აისახება. ზოგიერთი ნიმუში სხვაზე გაცილებით ძვირია, მაგრამ კარგი ამბავია, რომ თუნდაც რამდენიმე მილილიტრი რამდენიმე ათასი ღირდეს, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წვეთი გჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს