სოდის გარეშე კატლეტის მომზადებას არც ვიწყებ, ფარშს კარგად ვაზავებ, რომ კერძი ჰაეროვანი გამოვიდეს

1289

გიყვართ კატლეტი? ხორციანი, წვნიანი, არომატული ქერქით. პიურესთან ან უბრალოდ შავ პურთან და კიტრთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია. ალბათ, ბავშვობიდან ერთი–ორი ტკბილი მოგონება გაქვთ, სადაც კატლეტი იდეალური წასახემსებელი, მთავარი კერძი და დესერტთან სასურველი იყო. რაც მთავარია, რომ ბებიის გაკეთებული იყო. სხვისი კატლეტი ისეთი გემრიელი არაა. მუდმივად დიდ მოლოდინებს ვამყარებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა დავუმატოთ ფარშს, რომ ნამდვილად გემრიელი გამოვიდეს. Vivien გიზიარებთ კატლეტების მომზადების რეცეპტს, რომელიც ხორცის მოყვარულებს თამამად შეგიძლიათ მიართვათ. გაგიმხელთ ფარშთან მუშაობის რამდენიმე ხრიკს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

რა დავუმატოთ ფარშს – პატარა ხრიკით დავიწყებთ. ზოგჯერ ფარშის მომზადებას იწყებთ, მაგრამ პური, მით უმეტეს, ფუნთუშა არ გაქვთ. ამ შემთხვევაში უმი კარტოფილი გახეხეთ. შესანიშნავი ალტერნატივაა, სცადეთ. თუ კარტოფილი არ გაქვთ, კეფირი და სოდა კატლეტს ან გუფთას ფაფუკს და არომატულს გახდის. თუ მაცივარში კვერცხი არ გაქვთ, რძით შეცვალეთ. ტექსტურა ოდნავ განსხვავდება, მაგრამ კარგად შეზავებულ ფარშში სხვაობს ვერ შენიშნავთ. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. მაღაზიაში ნაყიდი ინგრედიენტები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ უმჯობესია, რომ ფარში ახალი ხორცისგან თავად გააკეთოთ.

წვნიანი კატლეტების რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ხორცის ფარში
  • 200 გ კეფირი
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • სანელებლები და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ფარში, სოდა და კეფირი აურიეთ. ერთგვაროვანი მასა მოზილეთ. კვერცხი, მარილი, შაქარი, გახეხილი ხახვი, სანელებლები და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. თუ ცხარე გიყვართ, მეტი წიწაკა დაუმატეთ. აურიეთ.
  2. ფქვილი დაუმატეთ და ძალიან კარგად აურიეთ. ამ ეტაპზე ფარშში გოროხები არ უნდა იყოს.
  3. ტაფაზე მცენარეული ზეთი გაახურეთ, სუფრის კოვზობით ფარში აიღეთ და კატლეტის ფორმა მიეცით. ორივე მხრიდან სუსტ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე შეწვით.
  4. ყველა კატლეტის მომზადების შემდეგ მსუბუქად შეგიძლიათ მოშუშოთ. დაფნის ფოთოლი და რამდენიმე კოვზი წყალი დაუმატეთ.
  5. მზადაა! ჰაეროვანი, არომატული კატლეტები გამოვა, რომელიც როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს გემოთი გაახარებს. გემრიელად მიირთვით!

ასეთი კატლეტი სუფრაზე კარტოფილის პიურესთან, ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად გაიტანეთ. სოუსიც უხდება.