ზოგჯერ რთულია გაიგოთ, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ, ქვეცნობიერში გაერკვეთ და გაიგოთ, რა იმალება იქ. ასე მარტივად გააცნობიერებთ, რა გზა აირჩიოთ და რას მიაქციოთ ყურადღება. ამის მარტო გაკეთება გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, უამრავი ფსიქოლოგიური და ასოციაციური ტესტები არსებობს. ისინი შესანიშნავად მუშაობენ! Vivien ერთ–ერთი ასეთი ტესტის გავლას გთავაზობთ. ტესტის გავლით მიხვდებით, როგორი ადამიანი ხართ და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.ყველაზე ჩვეულებრივი ტესტია. უბრალოდ სურათს შეხედეთ და უპასუხეთ, რას ხედავთ? დიდხანს არ იფიქროთ, დიდხანს არ დააკვირდეთ. უბრალოდ უპასუხეთ. მზად ხართ თქვათ, რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? მაშინ ნახეთ, რას გეტყვით ეს ცხოველი.
მელა – თუ პირველად მელა დაინახეთ, ბუნებით რომანტიკოსი ხართ. ცხოვრების ყველაზე ბნელი წუთებიც სიხარულს და ოპტიმიზმს ვერ გართმევთ. გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრებას ნათელი ფერებით ავსებთ, მხატვარივით აფერადებთ. სწორედ ესაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: ნათელი და გაჯერებული ცხოვრება. რუტინა და ნაცრისფერი გარემო არ მოგწონთ. ის გღლით და ძალას გართმევთ. თქვენთვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. თქვენ გვერდით უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ესმის და იზიარებს. თუ ახლა ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდით, დაფიქრდით, იქნებ თქვენ გვერდით ის არაა, ვინც გჭირდებათ? თუ მის გვერდით თავისუფლებას ვერ გრძნობთ, მაშინ მძიმე ტვირთად დაგაწვებათ.
დელფინი – პირველად დელფინი დაინახეთ? მაშინ ცხოვრებაში ძალიან იღბლიანი ხართ. წარმატება თქვენს მხარესაა. ჯილდოს მისაღებად ძალისხმევის გაღება გიჭირთ. ცოტა მეტი შეუპოვრობა და მონდომება გჭირდებათ. ასე განახორციელებთ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებთ. ხალხს ძალიან მოსწონხართ, რადგან თქვენ გვერდით ყოფნა სასიამოვნოა. ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. კეთილი, მომხიბვლელი და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. გვერდით ჭკვიანი და მშვიდი ადამიანის ნახვა გსურთ. ზრუნვა და გაგება თქვენთვის მნიშვნელოვანია. სხვებზე თავადაც კარგად ზრუნავთ. მზად ხართ ოჯახისთვის სიცოცხლე გაიღოთ. დიდი ოჯახი და კომფორტი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ვიმედოვნებთ, რომ მარტივი, მაგრამ საინტერესო ტესტი საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარათ. თუ საჭირო რჩევა ვერ მიიღეთ, იმედი არ გაიცრუოთ, ასეც ხდება, რადგან ხალხი ბევრია, ხოლო სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაცია კიდევ უფრო ბევრი. აუცილებლად იპოვით ზეციურ ნიშანს, თუ ეძებთ!