ჩემი მეზობელი, შუახნის ქალი საოცრად გამოიყურება. ბევრ ახალგაზრდას შეშურდება, ისეთი ლამაზი სახის კანი აქვს. როგორც კი შემთხვევა გამომიჩნდა, მისი სილამაზის საიდუმლოს შესახებ გამოვკითხე. მითხრა, რომ კოსმეტიკას საერთოდ არ იყენებს, ხოლო ახალგაზრდულ კანს სახლში მომზადებული იაფი ნიღბებით ინარჩუნებს.თუ თქვენც ძვირიან კოსმეტიკას არ იყენებთ, კოსმეტოლოგთან არ დადიხართ და სილამაზის ნემსების მომხრე არ ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ფასი ყოველთვის ხარისხის შესაბამისი არაა, ხოლო კოსმეტოლოგებს და სილამაზის ნემსებს ზოგჯერ ზიანის მოყენება შეუძლიათ, Vivien სახლში მომზადებულ ხალხურ ნიღაბს გთავაზობთ, რომლის დახმარებით ნაოჭების შემცირებას შეძლებთ.
2 ეტაპი ანტიასაკობრივი ეფექტის მისაღებად
პირველი ეტაპი: გამწმენდი სკრაბი
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ წვრილად დაფქული ყავა
- 2 ს/კ შვრიის ფქვილი
- წყალი
- ლიმონის წვენი
მომზადების და გამოყენების წესი: ყავა და შვრიის ფქვილი აურიეთ. წყალი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. ფაფის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. სახე გაისუფთავეთ, სკრაბი მსუბუქი მასაჟით წაისვით. ნიღბის გაშრობას დაელოდეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე წყლის და ლიმონის წვენის ნარევით გაიწმინდეთ.
მეორე ეტაპი: ნიღაბი ნაოჭების შესამცირებლად
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ხმელი სალბი (ან 2 ჩ/კ ახალი)
- 10 გ ჟელატინი
- 0,3 ჩ/კ ასკილის ზეთი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
- 0,5 ჭიქა წყალი
- ავოკადოს ზეთი
მომზადების და გამოყენების წესი: სალბს ცხელი წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და დააყენეთ. სალბის ნარევს ჟელატინი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ნარევიდან 1 ს/კ ცალკე თასში ჩაასხით. ნარევს გლიცერინი და ასკილის ზეთი დაუმატეთ. სველ კანზე ცოტა ავოკადოს ზეთი წაისვით, შემდეგ მაშინვე ჟელატინის ნიღაბი წაისვით. 20-40 წუთით გაიჩერეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიღაბი არ გამოშრეს. დროდადრო წყლით და დარჩენილი ნაყენით დანამეთ. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანის მდგომარეობა შეაფასეთ. თუ საჭიროა, დამატენიანებელი კრემი წაისვით.ავოკადოს ზეთის ალტერნატივად გამოიყენეთ ნებისმიერი ზეთი, რომელიც სახლში გაქვთ. ნიღაბი მწვანე ჩაით დანამეთ, რომ ეფექტი გააუმჯობესოთ. კურსი: 1 თვე (კვირაში 2-3-ჯერ ან უფრო იშვიათად). კანს დააკვირდით და მიგანიშნებთ, რამდენად ხშირად სჭირდება ნიღბის გაკეთება. მზა ნიღაბი მაცივარში 1–2 დღე შეგიძლიათ შეინახოთ, შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს.