ბევრი ქალი ახალგაზრდობის გახანგრძლივებასა და სილამაზის შენარჩუნებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. მაგალითად, კოსმეტოლოგს მიმართავს, სილამაზის სალონში სხვადასხვა პროცედურას იტარებს. Vivien უფრო მარტივ და იაფ მეთოდს გთავაზობთ, რომლის გამოყენებით სპა პროცედურას სახლში ჩაიტარებთ. გიზიარებთ ჟელატინის ნიღაბს შუბლზე ნაოჭების მოსაშორებლად.
ჟელატინის ნიღბის რეცეპტი
ნიღბის გამოყენების შემდეგ სახის კუნთები სასიამოვნოდ მოდუნდება, კანქვეშა შეშუპებას მოიშორებთ, კანი გამკვრივდება და ნაოჭების სიღრმე შემცირდება.
ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა ცივი წყალი (მწვანე ჩაი, ოხრახუშის, პიტნის ნაყენი ან მსუბუქი ყავა)
- 2-3 ჩ/კ ჟელატინი
- 2-3 ჩ/კ მარილი (იოდირებულის გარდა ნებისმიერი)
- მარლა ან სამედიცინო ბინტი
მომზადების და გამოყენების წესი:
- მარილი წყალში, ბალახის ნაყენში ან ჩაიში გახსენით.
- ჟელატინი დაუმატეთ, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. ისევ აურიეთ.
- E ვიტამინი დაუმატეთ, თუ სურვილი გაქვთ. კაფსულა ან ზეთოვანი ხსნარი გამოიყენეთ. კაფსულა გატეხეთ, სითხე ნემსით ამოიღეთ და ნიღაბს დაუმატეთ. ზეთოვანი ხსნარი პირდაპირ ნიღაბს დაუმატეთ. E ვიტამინი პირდაპირ ნაოჭებზე შეგიძლიათ წაისვათ, ასეც ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
- ბინტი ან მარლა გაჭერით და ოთხ ფენად გაკეცეთ. მზა ნარევში დაასველეთ და ნაოჭებზე (შუბლი, ცხვირ–ტუჩის ნაკეცი და სხვა პრობლემური ადგილი) დაიდეთ. როგორც კი ბინტი გაშრება, ისევ დაასველეთ და კვლავ დაიდეთ. 15-20 წუთით ასე გააგრძელეთ. ნიღაბი რაც შეიძლება დიდხანს გაიჩერეთ.
- თუ ბოლოს დაჭიმულობას გრძნობთ, დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ნიღაბი მთელი ღამე შეგიძლიათ გაიჩეროთ. ჟელატინის ნიღბით ნაოჭების სიღრმე მნიშვნელოვნად შემცირდება. რეკომენდებულია 1 თვიანი კურსი (კვირაში 1-3 ნიღაბი). გამოიყენეთ ყველა პრობლემურ ადგილზე, სადაც ნაოჭები გაწუხებთ. ხალხური ნიღბით სახე უფრო ახალგაზრდული გახდება, შეშუპება გაქრება, კუნთები მოდუნდება.