ღვეზელი კარტოფილით და ხორცით რამდენიმე წუთში დაგანაყრებთ. იმდენად ჰაეროვანი და ფაფუკია, რომ ჭამამ შეიძლება გაგიტაცოთ და ბევრი მიირთვათ. ეს საშიში არაა, რადგან მხოლოდ სასარგებლო და მკვებავ ინგრედიენტებს შეიცავს. Vivien მაქსიმალურად ნაზი ღვეზელის ცხობას გასწავლით.
ღვეზელი ხორცით და კარტოფილით – ღვეზელის შიგთავსი კარტოფილი და ქათმის ფილეა. რა თქმა უნდა, კომპონენტები სიტუაციიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, ახალი კომბოსტო ან შემწვარი სოკო და კარტოფილი გამოიყენეთ. შესაფერისი ალტერნატივაა, თუ ხორცი არ გიყვართ. ხორცის მოყვარულებსაც შიგთავსის მარტივად შეცვლა შეუძლიათ. ქათმის ნაცვლად ინდაური ან უფრო მძიმე ხორცი, მაგალითად, ღორის ან ძროხის ხორცი გამოიყენეთ. წინასწარ ტაფაზე შემწვარი ფარშიც შესანიშნავი ვარიანტია. სწორედ ამ ხორცის არჩევას გირჩევთ. ასეთი შიგთავსი უფრო წვნიანი და გემრიელია.
შეუდარებელი წასახემსებელი
ცომის ინგრედიენტები:
- 500 გ ფქვილი
- 200 მლ წყალი
- 1 კვერცხი
- 1 ჩ/კ მარილი
- კარაქი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 200 გ ქათმის ფილე
- 4 კარტოფილი
- 3 პატარა ხახვი
- 150 გ ყველი
- სანელებლები გემოვნებით
- სეზამი
- 1 კვერცხი ღვეზელზე წასასმელად
აღსანიშნავია, რომ ყველი ამ რეცეპტში აუცილებელი ინგრედიენტი არაა. უდავოდ, ღვეზელის გემოს აუმჯობესებს, მაგრამ მის გარეშეც შეიძლება. თუ ყველს დაუმატებთ, სულგუნს გირჩევთ. ოდნავ მარილიანია, რაც ქათმის ხორცს და კარტოფილს იდეალურად ავსებს. სანელებლები ფრთხილად გამოიყენეთ, არ გადააჭარბოთ და კერძი არ გააფუჭოთ.
მომზადების წესი:
- წყალი, კვერცხი და სანელებლები თასში აურიეთ. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. რბილი და ელასტიური უნდა იყოს. დააგუნდავეთ, სუფთა პირსახოცი ან პარკი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
- ცომის მომზადების რთული პროცესი იწყება. გამდნარი კარაქით მაქსიმალურად უნდა გაიჟღინთოთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით და თითოეული თხელ ფენად გააბრტყელეთ. თითოეულ ფენას კარაქი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ.
- კარაქწასმული ცომი ბევრ პატარა ფირფიტად დაყავით. მისი სიგრძე 5 სმ, სიგანე – 4 სმ. თუ ზომები ოდნავ განსხვავდება, საშიში არაა. ცომი დაჭერით, ერთმანეთს დაადეთ, კარაქის წასმა არ დაგავიწყდეთ. ცომი პარკში ჩადეთ და 30 წუთით საყინულეში შედგით.
- შიგთავსი მოამზადეთ, სანამ ცომი საყინულეშია. ქათმის ხორცი და ხახვი მაქსიმალურად წვრილად დაჭერით. კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ინგრედიენტებს სანელებლები დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და 40×40 ზომაზე გააბრტყელეთ. ამ მოცულობის ცომიდან 9 თანაბარი კვადრატი უნდა მიიღოთ. თითოეულ კვადრატს ცოტა შიგთავსი, ყველი და კარაქის ნატეხი დაუმატეთ. კვადრატის კიდეები კონვერტის მსგავსად შეკარით.
- თითოეულ კვადრატს კვერცხი წაუსვით და სეზამი მოაყარეთ. ღვეზელი წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ. თბილი ხორციანი ღვეზელი სუფრაზე გაიტანეთ.
გრძნობთ ამ ცომეულის საოცარ არომატს? შეუძლებელია, არ შეგიყვარდეთ. ახალ რეცეპტს ოჯახის წევრები სათანადოდ დააფასებენ. ხორციან ღვეზელს ცივი სოუსი დაუმატეთ. იმდენად გემრიელია, რომ ისევ და ისევ მისი მირთმევა მოგინდებათ.