10 მიზეზი, რატომ არ ეშინიათ ჭკვიან ადამიანებს შეცდომის დაშვების

1660
10 მიზეზი, რატომ არ ეშინიათ ჭკვიან ადამიანებს შეცდომის დაშვების
10 მიზეზი, რატომ არ ეშინიათ ჭკვიან ადამიანებს შეცდომის დაშვების

ამბობენ, რომ შეცდომები სასარგებლოა. თუმცა, რაღაც არა სწორი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, პირველ რიგში დამნაშავის პოვნას ვიწყებთ, საკუთარ თავს ვიცოდებთ ან შედეგების გამოსწორებას ვცდილობთ. საერთოდ არ გვაქვს ფიქრის დრო, თუ ამ შეცდომის დროს სასარგებლო რა მოხდა. შედეგად ჩვენ ვიწყებთ ფრთხილად მოქმედებას, შესაძლოა უინტერესო, მაგრამ შეუცდემელ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ.

ამასთან ბევრი კარგი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეცდომის დაშვების არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მათგან სარგებელი ნამდვილად არსებობს.

ჩვენ გავიაზრეთ, თუ რას ღებულობს ადამიანი არასწორი გადაწყვეტილების მიღების ხარჯზე.

1.სასარგებლო გამოცდილება გიგროვდებათ

დაშვებული შეცდომის სარგებლობა და მათი გავლენა პიროვნულ ზრდაზე პირდაპირ პიროვნების შეცდომის მიმართ ურთიერთობაზე არის დამოკიდებული. მეცნიერული კვლევის მიხედვით, შეცდომის აღქმა, როგორც ახალი გამოცდილების მიღების მეთოდი ინტელექტის ზრდას ხელს უწყობს. ასე, უბრალო ბიჭმა ავსტრალიიდან, სემ რუენმა არა მხოლოდ ტვინის, არამედ სხეულის გავარჯიშება შეძლო.

რამდენიმე წლის წინ ის კლასიკური წარუმატებელი იყო, ამასთან ჭარბი წონაც აწუხებდა. ერთ დღეს გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო სატელევიზიო პროგრამაში, სადაც მონაწილეები წონაში იკლებდნენ. ოცნებისკენ მიმავალ გზაზე სემმა შეცდომები დაუშვა, მაგ, ხშირად საყვარელ სწრაფი კვების პროდუქტებს მიირთმევდა და ეს მიზანთან აშორებდა. წესების დარღვევას ხელი არ შეუშლია შოუს გამარჯვებული გამხდარიყო და ახლა მასზე, როგორც ლამაზ, სპორტსმენ და საინტერესო ახალგაზრდა ადამიანზე ისე საუბრობენ.

2.ტვინის მოქმედებას აუმჯობესებს

როცა საკუთარ წარუმატებლობას ვღებულობთ, ტვინი უფრო აქტიურ მუშაობს იწყებს და ინფორმაციას უკეთ ვითვისებთ. ეს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰანს შრედერმა თავის ექსპერიმენტში დაამტკიცა. ამისთვის მან 123 პირველ კლასელი ბავშვი შეკრიბა და მათ კომპიუტერული თამაში შესთავაზა. თამაშის დროს ბავშვებს სამჯერ მიზანმიმართული პროვოკაცია ელოდათ, რომელიც ერთსა და იმავე შეცდომას გამოიწვევდა. მოწყობილობამ აღნიშნა, რომ მოულოდნელი მოვლენის განმეორებით შეხვედრის შემდეგ ზოგიერთი მონაწილის ტვინი უფრო მეტად ისვენებდა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს იმას ნიშნავს რომ ის აანალიზებდა სიტუაციას და სწავლობდა.

სწორედ ამიტომ მასწავლებელი ხშირად ამბობენ, რომ შეცდომა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ასეთი მიდგომა ბევრად უფრო პროდუქტიულია განვითარებისთვის.

3.შთაგონების ახალ წყაროს ნახულობენ

ჭკვიანი ადამიანი არა მხოლოდ შეცდომას უშვებს, არამედ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევს და საკუთარი ბუნებრივი ემოციების არ რცხვენიათ. საკუთარი არასრულყოფილების ასეთი გააზრება დიდ პოტენციალს მალავს: მეცნიერების აზრით, საკუთარი წარუმატებლობის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა ადამიანს ახალი უკეთესი ქმედებისკენ უბიძგებს, ვიდრე თვითკრიტიკა. სწორედ ამიტომ, შეცდომის შემდეგ მკაცრად მოტივირებისთვის  ჯანსაღ წუწუნს გზა მიეცით. თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა.

4.ცოდნის მარაგი იზრდება

ბანალური, მაგრამ სამართლიანი მოსაზრება, რომ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ სამეცნიერო კვლევებით დასტურდება. დამტკიცებულია, რომ ზოგჯერ შეუმჩნევლად, შეცდომებს ვაანალიზებთ და ასე ცოდნის მარაგს ვზრდით. გაიხსენეთ ბავშვობა: თქვენ წინ უზარმაზარი ჭაობია. მასზე დაბიჯების და ფეხის დასველებით, თქვენ შეცდომას უშვებთ, რადგან დედა გაბრაზდება. შემდეგ ჯერზე თქვენ მას გვერდს აუვლით.

ცდისა და შეცდომების მეთოდით, ჩვენ ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმს ვნახულობთ და ახალ ცოდნას ვიძენთ.

5.კრიტიკულ აზროვნებას ავარჯიშებთ

„მე მარცხს ვერ ვიტანდი. უბრალოდ ვიპოვე 10 000 მეთოდი, რომლებიც არ მუშაობს“ – სწორედ ასე აღწერს თავის გზას ნათურის გამომგონებელი ტომას ედისონი. როცა თქვენ ედისონის მსგავსად წარუმატებლობას ხვდებით, ეცადეთ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვათ:

კონკრეტულად რა არ გამომივიდა?

რატომ არ გამომივიდა?

ამას ხელი რამ შეუწყო?

ჩემი ბრალი რაშია?

სწორი პასუხები კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს და სასურველი შედეგის მიღწევაში გეხმარებათ.

6.სამყაროზე სხვა თვალით შეხედვის საშუალება გეძლევათ

ყოველი არასწორი ნაბიჯი – ჩვეული მოვლენებისგან გაქცევა და სამყაროზე სხვა თვალით შეხედვის შანსია. მეცნიერები თვლიან, რომ რაც უფრო ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მით უფრო მეტ უნარს მიიღებთ. მაგ. როცა ამერიკელი ბიზნესმენის დამხმარე ჯონ პემბერტონი შაკიკის წამალს ეძებდა, შემდეგ კოკას ფოთლები და კოლას კაკალი გაზიანთან აურია. ასე მივიღეთ კოკა-კოლა.

7.მეხსიერებას ავარჯიშებთ

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ არასწორი პასუხებიც კი შეიძლება სასარგებლო იყოს. ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, მონაწილებს სიტყვა „ვარდის“ გამოცნობა სთოხვეს პირველი ასოს და ასოციაციის დახმარებით. აღმოჩნდა, რომ არასწორი, მაგრამ სწორ პასუხთან ახლო მქონე პასუხებიც კი მეხსიერებაზე დადებით გავლენას ახდენდა. ამის მიზეზი აზრობრივი კავშირია, რომელიც სწორ და თითქმის სწორ პასუხებს შორის იქმნება.

8.უფრო კეთილი ხდებით

თითოეული შეცდომა პატიებას გვასწავლის – უცნობის, ახლობლის თუ საკუთარი თავის მიმართ. „სანამ საკუთარ თავს არ აპატიებთ, არ აპატიებთ სიტუაციას და  არ აღიარებთ, რომ ყველაფერი უკვე წარსულშია, წინსვლას ვერ შეძლებთ“ – ამტკიცებს ორატორი სტივ მარაბოლი. ერთი არასწორი მოქმედება, თუ მან ფატალურ შედეგამდე არ მიგვიყვანა, მთელი ცხოვრების დაღი არ უნდა იყოს. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ჩვენ ყველა რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, ამიტომ იყავით უფრო შემწყნარებელი. შეცდომა ყველა უშვებს და მათ შორის თქვენც.

9.სტრატეგიული აზროვნება იზრდება

წარუმატებლობის შიში მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობის გაზვიადებას გვაიძულებს. სიუზი მური, ცხოვრების ტრენერი აშშ-დან გირჩევთ ცუდ შედეგებზე იფიქროთ, როცა გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ.  ყველა სცენარი გაიფიქროთ, რომელმაც შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს, ასე მიიღებთ გეგმა B-ს ნებისმიერი სიტუაციისთვის და სიმშვიდეს მოიპოვებთ. სინამდვილეში, დაშვებული შეცდომა ასეთ მღელვარე მოლოდინს არ ამართლებს.

10.შეცდომას უშვებს ანუ ცოცხალია

რაც უფრო დიდი მღელვარებით და ვნებით ვითამაშებთ, მით უფრო ბევრს მივიღებთ. მარკ სისონი გირჩევთ ცხოვრებას დიდი ექსპერიმენტის სახით შეხედოთ, ხოლო შეცდომებს როგორც თქვენი ვნების ინდიკატორს. ბევრი შეცდომა – კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ერთ ადგილას არ დგახართ. გახსოვდეთ: შეცდომას არ უშვებს მხოლოდ ის, ვინც არაფერს არ აკეთებს.

ახლა უკვე შეგიძლიათ საკუთარ თავს დამარცხების უფლება მისცეთ და გამოცდილება ახლობლებს გაუზიაროთ. თქვენ მოახერხეთ საკუთარ შეცდომებზე გესწავლათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს