ალბათ, შეგინიშნავთ, რომ აზიელ ქალებს ზრდასრულ ასაკშიც საკმაოდ ახალგაზრდული კანი აქვთ. საქმე არა გენეტიკაში, არამედ თავის მოვლაშია. არ ვგულისხმობთ აზიურ კოსმეტიკას, რომლითაც ჩვენი მაღაზიები სავსეა. აზიელები იყენებენ სილამაზის ხალხურ რეცეპტებს, რომ კანის ახალგაზრდობა შეინარჩუნონ. ერთ–ერთი ნიღაბი ალოეთი და ხახვით მზადდება. ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუთავსებელი ინგრედიენტებია. ჩემმა მეგობარმა, რომელიც 2 წელი ჩინეთში მუშაობდა, სილამაზის ეს რეცეპტი ჩამოიტანა. მისი გაახალგაზრდავებული კანის შემხედვარე მჯერა, რომ ეს შინაურული ნიღაბი გამოსცადა! Vivien აზიური სახის ნიღბის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ხახვის წვენი
- 0,5 ს/კ ალოეს წვენი (გელით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
- 1,5 ჩ/კ თხევადი თაფლი
- 1 ჩ/კ დაფქული მწვანე ჩაი
- 0,5 ჩ/კ დაქუცმაცებული ხმელი პიტნა
მომზადების და გამოყენების წესი:
- ყველა ინგრედიენტი სუფთა მშრალ ქილაში კარგად შეურიეთ. თავსახური დაახურეთ და 1 დღე მაცივარში გააჩერეთ. ქილა პერიოდულად შეანჯღრიეთ.
- ნიღბის თხევადი ნაწილი კანის პრობლემურ ნაწილზე შეიზილეთ. ნიღაბი მთელი ღამე შეგიძლიათ გაიჩეროთ. გამოყენების შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
აზიური სახის ნიღბების ალტერნატიული რეცეპტები
- თუ დრო და მოთმინება არ გაქვთ, რომ ნიღაბი დააყენოთ, სხვა მეთოდი სცადეთ. პიტნას და მწვანე ჩაის მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ. შემდეგ სხვა დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და აურიეთ.
- თუ ექსპრესს ნიღაბი გჭირდებათ, უფრო მარტივ ვარიანტს გთავაზობთ. ნაოჭების გასასწორებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტი აურიეთ. ესაა თაფლი, ალოე და ხახვის წვენი. ერთწუთიანი რეცეპტია!
გახსოვდეთ, რომ კანზე კომპლექსურად უნდა იზრუნოთ. ასე ეფექტურ შედეგს მიიღებთ. წყლის ბალანსის და ძილის რეჟიმის დაცვა, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ასე კანი კარგ მდგომარეობაში იქნება და თავს უკეთ იგრძნობთ.