შემწვარი ყაბაყი ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი და ხელმისაწვდომი კერძია. ყაბაყი ზედმეტი ფუსფუსისა და შეწვის გარეშეც ძალიან გემრიელად შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, ღუმელში გამოაცხვეთ. Vivien სწორედ ასეთი კერძის რეცეპტს გიზიარებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ახალ და პიკანტურ წასახემსებელს რულეტის სახით ღირსეულად დააფასებთ.
გამომცხვარი ყაბაყი
ცომის ინგრედიენტები:
- 550 გ ყაბაყი
- 3 ს/კ ფქვილი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ არაჟანი
- 3 საშუალო ზომის კვერცხი (ან 2 დიდი)
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 210 გ მდნარი ყველი
- მაიონეზი (ან არაჟანი) გემოვნებით
- 2 კბილი ნიორი
- 2 პომიდორი
მომზადების წესი:
- ყაბაყი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, მარილი დაუმატეთ, აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ, რომ წვენი გამოვიდეს.
- კვერცხი, მარილი, ცოტა წიწაკა და არაჟანი ცალკე თასში აურიეთ.
- ყაბაყი გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ და კვერცხის ნარევში მოათავსეთ. კოვზით აურიეთ. მიღებულ მასას ფქვილი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი ჩაასხით, სპატულით გაასწორეთ. მაგიდაზე მსუბუქად დაარტყით, ასე ცომი უკეთ გადანაწილდება. 200 გრადუსზე 18-20 წუთით აცხვეთ.
- მდნარი ყველი და ნიორი წვრილად გახეხეთ. მაიონეზი ან არაჟანი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- კამა კარგად დააქუცმაცეთ, პომიდორი თხელ ნაჭრებად დაჭერით. ოდნავ გაგრილებულ ცომზე ყველის შიგთავსი გადაიტანეთ და მთელ ზედაპირზე კოვზით გადაანაწილეთ.
- ზემოდან მწვანილი მოაყარეთ და პომიდვრის ნაჭრები დააწყვეთ. რულეტი მაქსიმალურად მჭიდროდ დაახვიეთ. გაშლილ შესაფუთ პარკში ფრთხილად გაახვიეთ. ბოლოები შეკარით.
- მზა წასახემსებელი მაცივარში 1–2 საათით გააჩერეთ. ასე რულეტი ფორმას შეინარჩუნებს. ცივი ბოსტნეულის რულეტი დიდი დანით პორციულ ნაჭრებად დაჭერით. პიკანტური წასახემსებელი მზადაა!
როგორც ხედავთ, ყაბაყი შეწვის გარეშეც გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს