ზოდიაქოს ნიშნები სხვებს საკუთარი თავის გამოყენების უფლებას როგორ აძლევენ?

1377
ზოდიაქოს ნიშნები სხვებს საკუთარი თავის გამოყენების უფლებას როგორ გაძლევენ?
ზოდიაქოს ნიშნები სხვებს საკუთარი თავის გამოყენების უფლებას როგორ გაძლევენ?

დამეთანხმეთ, ჩვენ ყველა გარეგანი ზეგავლენის ქვეშ ვექცევით და ზოგჯერ ხალხს თავზე დასხდომის უფლებას ვაძლევთ. თუმცა, როგორ გამოიხატება ეს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და რამდენად მართვადი შეიძლება იყვნენ?

ვერძი. თქვენ თავს აჩვენებთ, რომ ძალიან ამტანი ადამიანი ხართ, რომ ყველასა და ყველაფერზე იზრუნოთ. როცა ვიღაც გულს გტკენთ, გულხელდაკრეფილი სხედხართ და არაფერს აკეთებთ, რადგან არ გსურთ აღიაროთ, რომ თქვენ ეს გადარდებთ. თვალსაც არ დაახამხამებთ, თუ მართლა ძალიან გტკივათ.

კურო. თქვენ არასდროს არ მიდიხართ. თქვენ მილიონ შანსს აძლევთ, მეგობრებს პატიობთ, მაშინაც კი თუ ისინი ბოდიშს არ იხდიან და თქვენთან ნამდვილად ცუდად იქცევიან. მათ ტკივილის მიყენების უფლებას აძლევთ, რადგან ძალიან რბილი ადამიანი ხართ.

ტყუპები. სხვა ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევთ. საკუთარ მოსაზრებას არასდროს გამოხატავთ, რადგან თქვენ გარშემომყოფი ადამიანები მოგწონთ. ხალხს მისდევთ. არ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო შემთხვევა, როცა თავად აირჩიეთ, თუ რომელი ფილმი გენახათ ან რომელ რესტორანში წასულიყავით.

კირჩხიბი. არასდროს ითხოვთ იმას, რაც გინდათ და არასდროს წუწუნებთ, თუ საქმე რაღაც ისე არ მიდის. თქვენ ყველაფერს ეთანხმებით, მაგრამ ეს ყოველთვის კარგი არაა. ცხოვრებიდან მხოლოდ იმას იღებთ, რასაც ის გაძლევთ და არ ცდილობთ მიიღოთ ის, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ.

ლომი. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველას ადგილს უთმობს. ყიდულობთ ნივთებს, რომლებიც თქვენ არ გჭირდებათ, რომ გამყიდველს არ აწყენინოთ. ამას სიკეთეს უწოდებთ, მაგრამ ბევრი ადამიანი თქვენ ჩვევას თავისთვის იყენებს.

ქალწული. ყოველთვის ბოდიშს იხდით, მაშინაც კი თუ დამნაშავე არ ხართ. თუ ვინმე უხეშად შეგეხოთ ან ფეხი დაგიდოთ, სწორედ თქვენ იხდით ბოდიშს. ასე მოქცევის უფლებას თავად აძლევთ, რადგან საკუთარ ღირებულებას და სიყვარულს არ აფასებთ.

სასწორი. ხალხში საუკეთესოს ხედავთ, მაშინაც კი, როცა აშკარად თქვენ გიყენებთ, ამ საქციელისთვის ყოველთვის გამართლებას პოულობთ. თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ არავის სურს ზიანი მოგაყენოთ.

მორიელი. ყოველთვის კეთილად ხართ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. ახლობლებს უარს ვერ ეუბნებით. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, ამას ყოველთვის გააკეთებთ, მაშინაც კი თუ საკუთარ საჭიროებებზე უარის თქმა მოგიწევთ. სამწუხაროდ, ამ სამყაროში ბევრი ადამიანი, რომლებიც თქვენთან მხოლოდ მაშინ მეგობრობენ, როცა რაღაც სჭირდებათ.

მშვილდოსანი. თანატოლების მხრიდან შეიძლება ძლიერი ზეწოლის ქვეშ იყოთ. თუ თქვენი მეგობარი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ, თქვენ ნებდებით. თქვენ შთაბეჭდილების მოხდენის და ხალხში შერევის სურვილი გაქვთ, ამიტომ მათ თქვენი საქციელის გაკონტროლების უფლებას აძლევთ.

თხის რქა. არასდროს კამათობთ და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას არასდროს ცდილობთ. იმის ნაცვლად, რომ ვიღაცას რომ საკუთარი ხედვა აუხსნათ, თქვენ საკუთარ თავში იკეტებით და გარშემომყოფების სიტყვებს აკმაყოფილებთ, რომ ურთიერთობა არ დამძიმდეს.

მერწყული. თქვენ ძალიან რბილი ადამიანი ხართ. ადვილად ნებდებით, რადგან კონფლიქტი არ გიყვართ. თუ ვინმე თქვენთან კამათს იწყებს, ყოველთვის პოზიციებს თმობთ. გამარჯვება თქვენთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია. მეგობრობის შენარჩუნებას უფრო ანიჭებთ უპირატესობას.

თევზები. თქვენ საკმაოდ ნაზი და რბილი ადამიანი ხართ. ადვილია რამეში დაგარწმუნოთ. თუ მეგობარი გეტყვით, რომ ფილმი მოსაწყენია, ხოლო თქვენ ნამდვილად მოგწონთ, თქვენ მეგობართან დათანხმება გირჩევნიათ. თქვენ საერთოდ არ შეგიძლიათ დაიცვათ ის, რისიც გწამთ.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს