საუკეთესო პროდუქტები ოპერაციის შემდეგ სწრაფად აღსადგენად

316

ქირურგიული ოპერაციები ადამიანის ორგანიზმისთვის დიდი გამოცდაა. აღდგენის პერიოდში საკვების სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

ცილებით მდიდარი პროდუქტები – ცილები ჩვენი სხეულის საშენი მასალაა. როცა ცილებით მდიდარ საკვებს მიირთმევთ, ორგანიზმი მას მარტივ ფორმად, ამინომჟავად შლის. მოგვიანებით ამ ამინომჟავებს გარდაქმნის, რომ ახალი სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებები, კუნთები და ქსოვილები შექმნას. ცილა ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში, ჟანგბადის მთელ ორგანიზმში გადაზიდვასა და სითხის დაბალანსებაში ეხმარება.

უჯრედისი ყაბზობის წინააღმდეგ – ოპერაციის შემდეგ ხშირად ჩნდება ყაბზობა, რასაც ანესთეზია (კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ანელებს) და ორალური ტკივილგამაყუჩებლების მიღება იწვევს. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მადა არ გქონდეთ, მუცლის შებერილობის და ყაბზობის გამო დანაყრების შეგრძნების დროს დალევა და ჭამა მნიშვნელოვანია, რომ ნაწლავების მოძრაობა გამოიწვიოთ. რაციონში უჯრედისით მდიდარი ბევრი პროდუქტი ჩართეთ, რომ ოპერაციის შედეგები თავიდან აიცილოთ. მიირთვით ავოკადო, ფსტა, მოხარშული ლობიო, კარტოფილი ქერქიანად და სელის თესლი.

ჭრილობის შეხორცება – ორგანიზმს ოპერაციის შემდეგ ყველა მკვებავი ნივთიერება სჭირდება, რომ ჯანმრთელობა აღიდგინოს და განიკურნოს. ზოგიერთი ინგრედიენტი ოპერაციის შემდეგ შესახორცებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ესაა C ვიტამინი და თუთია.

C ვიტამინი – წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებით ცნობილია, უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან იცავს. C ვიტამინი კოლაგენის საწარმოებლად აუცილებელია. კოლაგენი – ცილა, რომელსაც ორგანიზმი მყესების, ხრტილების და კანის საწარმოებლად იყენებს. სხეულს აღდგენაში რომ დაეხმაროთ, ოპერაციის შემდგომ რაციონში C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ. ასეთია ფორთოხალი, ბროკოლი, წითელი წიწაკა, კარტოფილი, პომიდორი და მუშკის ნესვი. სიტყვაზე, ეს პროდუქტები უჯრედისის კარგი წყაროც არის, ამიტომ ორი ერთში სარგებელს მიიღებთ.

თუთია – კიდევ ერთი საკვები ნივთიერება, რომელიც ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცებას, ცილების წარმოებას და კარგი იმუნური სისტემის შენარჩუნებას ხელს უწყობს. თუთიით მდიდარი ბევრი პროდუქტი ცილის კარგი წყაროა. ასეთია ძროხის ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსანი და კაკალი.