უბრალო წყლის დალევა მაღალი არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს. რამდენი სითხე უნდა დალიოს ჰიპერტონიკმა?
მაღალი არტერიული წნევა ნიშნავს, რომ ძალა, რომლითაც გული სისხლს მთელ სხეულში გადატუმბავს, იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. ამავდროულად, სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის მიმართ უფრო ინტენსიური წინააღმდეგობა იქმნება. მსგავსი დარღვევა დამატებით ტვირთავს ორგანოებს, მათ შორისაა სისხლძარღვები, გული, ტვინი, თირკმლები და თვალები. თუ მაღალი არტერიული წნევა მუდმივ მდგომარეობად იქცა, ეს ადამიანს გულის დაავადებებისკენ მიდრეკილს ხდის, მათ შორისაა გულის უკმარისობა და ინფარქტი, ასევე სისხლძარღვების დემენცია, ინსულტი.
ჰიპერტონიასთან საბრძოლველად მედიკამენტები არსებობს. გარდა ამისა, არტერიული წნევის შემცირება ცხოვრების წესის შეცვლითაც შეიძლება. მონიკა ვასერმანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გირჩევთ, რომ ამ მიზნით ყოველდღე 8 ჭიქა წყალი დალიოთ. ექიმის თქმით, წყალი ერთ–ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ჰიპერტონიას და მის სახიფათო შედეგებს ეფექტურად ებრძვის.
„წყალი სისხლის დეტოქსიკაციას ხელს უწყობს. სისხლიდან გამოდევნის ტოქსინებს და ნარჩენებს, მათ შორის ჭარბ ნატრიუმს, რომელიც მაღალი წნევის რისკს ზრდის“ – განმარტავს ექიმი.
ექიმი ვასერმანის თქმით, ჰიპერტონიკებს შტოშის წვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„შტოშის წვენი ორგანიზმს C ვიტამინით ამდიდრებს. ეს ანტიოქსიდანტია, რომელიც ანთებას ებრძვის, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სისხლძარღვებს ადუნებს. ეს ყველაფერი არტერიულ წნევაზე დადებითად მოქმედებს“.
ზოგიერთი პროდუქტის რაციონში ჩართვა არტერიულ წნევას არეგულირებს და ამცირებს. ექიმი ჰიპერტონიკებს ცხიმიანი თევზის ჭამას ურჩევს. ამ მხრივ ხელმისაწვდომია სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია. თევზის ეს სახეობები ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შესანიშნავი წყაროა. ომეგა 3 სისტემურ ანთებას ეფექტურად ებრძვის და ოქსილიპინების დონეს (სისხლძარღვების შემავიწროებელი) ამცირებს.გარდა ამისა, ჰიპერტონიას კარგად ებრძვის ლობიო და ოსპი. ეს პროდუქტები შეიცავს ბევრ ბოჭკოს, მაგნიუმს და კალიუმს – ნატურალური კომპონენტები, რომლებიც გულის და სისხლძარღვების ქსოვილების მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებენ.