პროფესიონალი მზარეულები ძმარს ბულიონში ასხამენ: ამ ინგრედიენტის დამატება არ დაგავიწყდეთ

776

დაფიქრებულხართ, რატომ ურჩევენ პაციენტებს სურდოს დროს ქათმის ბულიონის რაციონში დამატებას? საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ბრონქებში წარმოქმნილი ნახველის გათხელებას ხელს უწყობს. აღმოჩნდა, რომ ძვლიანი ბულიონი შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას, რომელიც პაციენტს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. ასეთი კერძი შესაფერისია, თუ მოულოდნელად გაცივდით. წვნიანი ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ. ბულიონში ძმრის დამატებით ორგანიზმს კიდევ უფრო დაეხმარებით. როგორ? ამის შესახებ Vivien დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.მცოდნე დიასახლისები ძვლის ბულიონში ამ ინგრედიენტს ყოველთვის იყენებენ. მათ იციან, რომ ვაშლის ძმარი კერძს მაქსიმალურად სასარგებლოს ხდის.

რატომ დავამატოთ ძმარი ბულიონში: სპეციალისტების განმარტება

ნუტრიციოლოგები ამტკიცებენ, რომ ვაშლის ძმარი ძვლიდან მკვებავი ნივთიერებების გამოღებას ხელს უწყობს. ამ ინგრედიენტის დამატებით მზა ბულიონი კალციუმით და მაგნიუმით 15-ჯერ უფრო გაჯერებული იქნება. ეს საოცარი შედეგია, რომელსაც მთელ ქვაბ წვნიანში 30 მლ ძმრის დამატებით შეგიძლიათ მიაღწიოთ. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ცხოველის ძვლიდან კოლაგენი უკეთ ამოიღოთ. ექიმები გირჩევენ, რომ ძმრიანი ბულიონი რეგულარულად მიირთვათ. ასეთი წვნიანი კანის, თმის და სახსრების მდგომარეობას აუმჯობესებს.სპეციალისტების თქმით, ბულიონის მომზადების პროცესში არა მხოლოდ ვაშლის ძმრის დამატება, არამედ კიდევ ერთი დეტალი უნდა გვახსოვდეს. ხარშვის დრო მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ მაქსიმალურად სასარგებლო ნივთიერების მიღება გსურთ. გემრიელი ბულიონის მისაღებად ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ:

  • ქათმის ძვლების ბულიონი – 3-4 საათი;
  • საქონლის ძვლების ბულიონი – 12-18 საათი;

ძვლიანი ბულიონის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ქათმის ძვლები
  • 3,5 ლ წყალი
  • 30 მლ ვაშლის ძმარი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 ტოტი როზმარინი

მომზადების წესი:

  1. ერთი ქათმის ძვლები ქვაბში მოათავსეთ. ხახვი და სტაფილო გათალეთ. ბოსტნეული და როზმარინი ძვლებს დაუმატეთ. გამოხდილი წყალი ქვაბში ჩაასხით.
  2. მარილი და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  3. 30 მლ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს აურიეთ. სუსტ ცეცხლზე 3-4 საათით ხარშეთ.

სურვილის შემთხვევაში, მზა ბულიონი გადაწურეთ და დალიეთ ისე, ლაფშის ან სხვა პროდუქტის დამატების გარეშე. ასეთი მკვებავი კერძი დამატებითი ინგრედიენტების გარეშეც კარგად დაგანაყრებთ. ბულიონი რამდენიმე საათით ხარშეთ, ვაშლის ძმრის დამატება არ დაგავიწყდეთ და ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს