უფრო მეტი ფერი! 6 იდეა შეუდარებელი ყოველდღიური მაკიაჟისთვის

1397
უფრო მეტი ფერი! 6 იდეა შეუდარებელი ყოველდღიური მაკიაჟისთვის
უფრო მეტი ფერი! 6 იდეა შეუდარებელი ყოველდღიური მაკიაჟისთვის

დღეს მაკიაჟის მოულოდნელ და თამამ ვარიანტებს გთავაზობთ, რომლებიც შეგიძლიათ ყოველდღიურად გაიკეთოთ.

მსოფლიო მოდის პოდიუმზე ვიზაჟისტების მიერ წარმოდგენილი მაკიაჟის ტენდენციის რეალობაში შესრულება საკმაოდ რთულია. თუმცა ზოგიერთი ჩანაფიქრი შეგიძლიათ ყოველდღიურად თამამად გამოიყენოთ. კლასიკური წითელი ფერის ყველა შესაძლო ელფერი, ღია ფერის ჩრდილები, ცხიმოვანი ისრები და ბევრი სხვა ახლა მოდაშია. ამ სეზონის მაკიაჟის მთავარი თავისებურება განზრახ არეულობაა, იქნება ეს ომბრეს ეფექტი ტუჩებზე, „ზარმაცი“ თვალის სმოქი თუ მრავალფენიანი ტუში.

„ზარმაცი“ სმოქი თვალები

სმოქი თვალები უკვდავი კლასიკაა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს. ამ შემოდგომას სტილისტები ამ პოპულარული ტექნიკის ოდნავ შეცვლას გთავაზობენ. სასურველი ფერი თითის დაიტანეთ, შემდეგ ფუნჯით რეტუშირება კარგად გაუკეთეთ. კლასიკური სმოქი თვალები უკვე წარსულს ჩაბარდა, ხოლო მსუბუქი დაუდევრობა მხოლოდ დამატებით ხიბლს შეგძენთ.

წამწამები „ობობის ბადე“

სქლად შეღებილი წამწამები „ობობის ბადე“ ამ სეზონის მთავარი ტრენდია. არ შეგეშინდეთ ამ ინსტრუმენტის ჭარბი გამოყენების: რამდენიმე ფენა ტუში კარგად წაისვით და სახლი თამამად დატოვეთ. გრძელი ხელოვნური წამწამები გაიშვიათებული, სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილი წამწამები ანაცვლებს.

თუ თქვენ მაკიაჟისთვის დრო არ გრჩებათ, ხოლო ჩვეულებრივ ტუშს არ იყენებთ, არ ინერვიულოთ, შეუღებავი წამწამებითაც კი ტრენდს არ ჩამორჩებით. საკმარისია პასტელური ფერის ჩრდილი წაისვათ. ასევე გახსოვდეთ, რომ გლუვი ჩრდილი ახლა მოდაში არაა, ამიტომ გირჩევთ მბზინავი ტექსტურის ჩრდილი გამოიყენეთ რომ მაქსიმალურად დატენიანებული კანის ეფექტი მიიღოთ. ასეთი ეფექტი თქვენ ვიზუალურად რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ.

დასუსხული რუმიანა

ბრინჯაოსფერი ჰაილაითერი დაივიწყეთ. ზამთრის მოდაში ვარდისფერი ან ატმისფერი რუმიანა არის. ამინდის შესაბამისად, ვიზაჟისტები ლოყების „შეთბობას“ გირჩევენ, გაყინულის იმიტაციის გაკეთებას. სახე ასე ჯანსაღ იერს იძენს. ყველაფერი, რაც გჭირდებათ ფაიფურის ფერი და ვარდისფერი რუმიანა.

გრაფიკული ისრები

შავი ლაინერი გვერდზე არ დარჩენილა. კლასიკური კატის მსგავსი ისრები საკმარისი არაა: გირჩევთ ფორმების ექსპერიმენტების ჩატარებას. ახლა ტრენდშია ყველა ვარიაცია: ცხიმოვანი, ეგვიპტური, ზედა და ქვედა ქუთუთოზე, გრძელი და ფართო. თამამად შეარჩიეთ ფერები: თვალის მაკიაჟი ნამდვილ ხელოვნებად იქცა.

არეული წარბები

წარბები რაც შეიძლება ბუნებრივი ფორმის უნდა იყოს. წარბები ამ სეზონზე ორი და არის, და არა ორი ტყუპისცალი: მსუბუქი ასიმეტრია საშიში არაა. მკაფიო წარბების დახატვის ნაცვლად, უბრალოდ დაივარცხნეთ ზემოთ და გელით გაამყარეთ. სხვათა შორის, წარბები მუქი ფერით არ შეიღებოთ, ბუნებრივი ფერი დაიტოვეთ.

ტუჩის მაკიაჟი

ტუჩების მაკიაჟში გლუვი პომადები თხევადმა ჩაანაცვლა. ტრადიციული საშემოდგომო ღვინის ფერი კიდევ ერთი ტრენდია: მეწამული ან წითელი პომადა წაისვით და წარბების და თვალის ფორმების მოხატვაზე ფიქრი არ დაგჭირდებათ. ტუჩზე ღია ფერის აქცენტის ხარჯზე თქვენი იმიჯი მიმზიდველი და ლაკონური იქნება. უბრალოდ ომბრეს ეფექტის შექმნა სცადეთ, ფერების ინტენსიურობა კუთხის კიდეებისკენ თანდათან გაზარდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს