ნუტრიციოლოგი ასახელებს სელენის სასარგებლო თვისებებს

484

ეკატერინა ნოვიკოვა, ნუტრიციოლოგი საუბრობს, თუ რა სარგებელი აქვს სელენს ორგანიზმზე. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სელენი მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. ასე არაა. ორგანიზმში მის არსებობაზე ძალიან ბევრი პროცესია დამოკიდებული.

„სელენი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მინერალია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის ნორმალურ მუშაობას უზრუნველყოფს, ვიტამინებთან, ფერმენტებთან და ბიოლოგიურ მემბრანებთან ურთიერთკავშირშია, ნივთიერებათა ცვლაში, ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს“ – ამბობს ექსპერტი.

ეს ელემენტი მძიმე მეტალებით მოწამვლის დროს ორგანიზმის ეფექტური დეტოქსიკაციისთვის აუცილებელია. სელენი თმის ზრდის პროცესში მონაწილეობს, კანის ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობაზეა პასუხისმგებელი. ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს განადგურებისგან იცავს და დაბერების სიჩქარეს ანელებს.

სელენის არჩევისას ყოველთვის ორგანულ ფორმას უპირატესობა მიანიჭეთ. ის უკეთ შეიწოვება და გადაჭარბებას გამორიცხავს. ერთ–ერთი ყველაზე ბიოშეღწევადი ფორმაა სელექსენი. ეს სელენის და ქსანთენის ორგანული ნაერთია. სამკურნალოდ ან პრევენციისთვის შეგიძლიათ მიიღოთ. დღიური ოპტიმალური დოზაა 100 მკგ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს