ჩვეულებრივ, თმის ცვენა ნერვიულობას არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ ეს დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. თმის ცვენა მხოლოდ თავის კანს ან მთელ სხეულს შეიძლება შეეხოს, დროებითი ან მუდმივი მოვლენა იყოს. როგორც წესი, ადამიანი დღეში საშუალოდ 50-100 ღერ თმას კარგავს. ეს შესამჩნევი არაა, რადგან ამავდროულად ახალი თმაც ამოდის.
„D ვიტამინი არის ჰორმონი, რომელიც კალციუმის ჰომეოსტაზში, იმუნურ რეგულაციაში, უჯრედების ზრდასა და დიფერენციაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ D ვიტამინის ადგილობრივი გამოყენება შეიძლება იყოს მკურნალობის კიდევ ერთი ვარიანტი, როცა მკურნალობის ტრადიციული მეთოდები ნაკლებად ეფექტურია“ – ამბობს ოლეგ სპირიდონოვი, ტრიქოლოგი.
ექიმის თქმით, D ვიტამინი თმის ფოლიკულების ზრდისა და დიფერენცირების სხვადასხვა სასიგნალო გზებში კომპლექსურად ჩართულია. D ვიტამინის დეფიციტიშეიძლება ადგილობრივ ალოპეციასთან კავშირში იყოს.
ზოგადი პრაქტიკის ექიმს უნდა მიმართოთ, თუ
- მოულოდნელად თმის ცვენა დაგეწყოთ;
- მელოტი ლაქები გაჩნდა;
- თმას ბღუჯებად კარგავთ;
- თავი გექავებათ და ხურს;
- თმის ცვენა გაწუხებთ;
მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი პრაქტიკის ექიმს მიმართოთ, რომ ზუსტად იცოდეთ, რა იწვევს თმის ცვენას, სანამ კომერციულ თმის კლინიკებში წასვლაზე დაფიქრდებით.