თუ ძალიან დაღლილი ხართ ისე, რომ რესტორანში წასვლის თავიც არ გაქვთ, მაშინ…ინტერნეტით პროდუქტები შეუკვეთეთ და გემრიელი და ნოყიერი კერძი სწრაფად მოამზადეთ. ეს კერძი მეუღლის, ბავშვების და უბრალოდ თქვენი საყვარელი კერძი გახდება.
ქათმის, კინოას და ბროკოლის შემწვარი
თქვენ დაგჭირდებათ
- 500 მლ ქათმის ბულიონი;
- 250 მლ რძე
- 1 ჩ/კ ქათმის სუნელების ნარევი
- 70 გრ ფქვილი
- 500 მლ წყალი
- 90 გრ კინოა
- 30-50 გრ შემწვარი ბეკონი
- 450 გრ ქათმის მკერდი ძვლების და კანის გარეშე
- 2 ჩ/კ თქვენი საყვარელი სანელებლების ნარევი
- 400 გრ ბროკოლი
- 50-70 გრ ყველი
მომზადება
ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მცირე ზომის საცხობი ფორმა აიღეთ, დაახლოებით 20-დან 30 სმ-მდე და კარაქი კარგად წაუსვით. ქათმის ბულიონი და რძის ნახევარი ადუღებამდე მიიყვანეთ. დარჩენილ რძეს ქათმის სუნელები და ფქვილი აურიეთ, მიღებული მასა ბულიონის ქვაბში ჩაასხით. აურიეთ მანამ, სანამ მასა არ გასქელდება. მიღებული სოუსი დიდ თასში გადაიტანეთ, 250 მლ წყალი, კინოა და ბეკონი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული მასა საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ქათმის მკერდი თხელ ფენებად დაჭერით და ნარევს ზემოდან დაადეთ. სანელებლები მოაყარეთ და ღუმელში 30 წუთით გამოაცხვეთ. სანამ კინოა და ქათამი ცხვება, ბროკოლი მდუღარე წყალში ერთი წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივი წყალი გადაასხით. შეამოწმეთ მზად არის თუ არა ქათამი. აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ 10-15 წუთი გააჩერეთ. როცა კინოა და ქათამი მზად იქნება, ხოლო სოუსი გასქელდება, ბროკოლი და ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ კრემის კონსისტენცია მიიღოთ. კერძს ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.
პასტა გოგრით, ინდაუთი და თხის ყველით
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ცალი გოგრა
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- მარილი და შავი ახალ დაფქული წიწაკა
- 250 გრ პასტა
- 60 გრ თხის ყველი
- 1 შეფუთვა ახალი ინდაუ
- 45 გრ შემწვარი კედრის კაკალი
მომზადება
ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ ან ფორმას ზეთი წაუსვით. გოგრა კვადრატებად დაჭერით, დაახლოებით 2 სმ ზომის. დიდ თასში ჩაყარეთ და ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ ყველა კუბიკი ზეთით კარგად დაიფაროს. გოგრა ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ და 20-25 წუთით გამოაცხვეთ. შემდეგ გადააბრუნეთ და კვლავ აცხვეთ, სანამ დარბილდება. სანამ გოგრა მზადდება, კარგად დამარილებული წყალი დიდ ქვაბში ჩაასხით, პასტა დაუმატეთ და შეფუთვის ინსტრუქციის მიხედვით მოხარშეთ. როცა პასტა მზად იქნება, წყალი გადაასხით, ცალკე ჭურჭელში 250 მლ წყალი შეინახეთ. პასტას მეოთხედი წყალი და თხის ყველი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. თუ გეჩვენებათ რომ ყველი მაგარია, ცოტა წყალი კიდევ დაუმატეთ. ქვაბში ინდაუ, კედრის კაკალი და გოგრა დაამატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შავი წიწაკა დაუმატოთ და ასე მზა კერძი სუფრაზე გაიტანოთ.
ორაგული იტალიური მწვანილით
თქვენ დაგჭირდებათ:
- 4 ნაჭერი თითოეული 170 გრ ორაგული
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 2 ჩ/კ იტალიური მწვანილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
თევზი ჭურჭელში მოათავსეთ და ლიმონის წვენი მოასხით. ღუმელი 260 გრადუსამდე გააცხელეთ. ორაგული კანი ქვემოთ პერგამენტის ქაღალდზე დადეთ. თევზს იტალიური მწვანილი, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. იმ წამსვე სუფრაზე გაიტანეთ.